შალვა პაპუაშვილი - არაფერი ამაში ევროპული არ არის, რასაც „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ საქართველოში აკეთებს - ეს არის ჩვეულებრივი სპეცსამსახურების მეთოდით, უცხო ქვეყანაში პოლიტიკური გავლენებისთვის ფულის ხარჯვა

თურმე, ევროპა, რომელიც ღირებულებებზე გველაპარაკება, წლებია საქართველოში ფარულად, იატაკქვეშ პოლიტიკურ პარტიებზე და რადიკალურ ჯგუფებზე ხარჯავს ფულს, რომელიც გარკვეული ფონდებიდან შემოდის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რა თქმა უნდა, „ევროპის დემოკრატიის ფონდს“ არ სიამოვნებს, რომ აქ გამჟღავნდეს მისი ფარული პოლიტიკური საქმიანობა, წმინდა რუსული სტილით.

„არაფერი ამაში ევროპული არ არის, რასაც „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ აკეთებს. ეს არის ჩვეულებრივი სპეცსამსახურების მეთოდით, უცხო ქვეყანაში პოლიტიკური გავლენებისთვის ფულის ხარჯვა. ამას აკეთებს დღეს „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ საქართველოში. რა თქმა უნდა არ სიამოვნებთ, რომ ეს გამჭვირვალე იქნება და გავიგებთ.

გავიგეთ მაგალითად, რომ პარტიებს აფინანსებენ, რომელთაც შექმნილი აქვთ ყალბი NGO-ები. იქ მათ ფულს უხდის „ევროპის დემოკრატიის ფონდი“, პარტიის ლიდერები სემინარების ტრენერებად ფორმდებიან. ტელევიზორში რომ გამოდიან ეს ტრენერები და „საქართველო! საქართველო!“-ს გაიძახიან, აღმოჩნდება, რომ უცხოეთის ხელფასზე ზის ეს კონკრეტული ლიდერი“, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“ ეთერში შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს