პრემიერი - მაიდანს ვერავინ ეღირსება საქართველოში - ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ ქვეყნის დამოუკიდებლობას იმიტომ, რომ სხვა ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას საქართველოს ინტერესების დაცვაზე

მინდა ყველას ვუთხრა, რომ მაიდანს ვერავინ ეღირსება საქართველოში - ყველაზე მეტად რასაც უნდა გავუფრთხილდეთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა იმიტომ, რომ სხვა ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა 2013 წლამდე იყო სახელმწიფო, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობა ჰქონდა, დღეს კი ქვეყანა არის ჩამოქცეული და ამაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს.

„ყველას მინდა ვუთხრა, რომ მაიდანს ვერავინ ეღირსება საქართველოში. მინდა შეგახსენოთ რა იყო უკრაინისთვის მაიდანის შედეგები. მაშინ რეალურად გარედან დანიშნეს უკრაინის ხელისუფლება, ჯერ ერთხელ, მერე მეორედ და საბოლოო ჯამში, ვინც დანიშნა გარედან ხელისუფლება, იმას პასუხისმგებლობა აღარ აუღია იმ მოვლენებზე, რომლებიც შემდეგ უკრაინაში განვითარდა. უკრაინა 2013 წლამდე იყო სახელმწიფო, რომელსაც ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობა, რომელსაც ჰქონდა ეკონომიკა 200 მილიარდი დოლარი და დღეს ქვეყანა არის ჩამოქცეული, ქვეყნის ეკონომიკა ამდენი წლის შემდეგ არის თვისებრივად შემცირებული, ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, ათი ათასობით ადამიანი არის დაღუპული და ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას? ამაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს. შესაბამისად, ყველაზე მეტად რასაც უნდა გავუფრთხილდეთ ეს არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ სხვა ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე. ეს გვიჩვენა ყველაზე კარგად სწორედ უკრაინის მაგალითმა, ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს დამოუკიდებლობას“, - განაცხადა კობახიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია