კახა კალაძე ანაკლიის პორტზე - თავიდანვე განწირული იყო მარცხისთვის პროექტი, რომელიც ხაზარაძემ წამოიწყო - სპეკულაციები და აბსოლუტური სისულელეა ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები

თავიდანვე განწირული იყო მარცხისთვის პროექტი, რომელიც ხაზარაძემ წამოიწყო - მნიშვნელოვანია, რომ დღეს არსებობს გამარჯვებული კომპანია და პროექტი განხორციელდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები ჩვეულებრივი სპეკულაციაა.

„ეს ჩვეულებრივი სპეკულაციებია, აბსოლუტური სისულელე შეიძლება ვუწოდოთ მათ [ოპოზიციის] განცხადებებს. საქართველო მოქმედებს პირველ რიგში, მისი ინტერესებიდან გამომდინარე და ეს არა ერთი კონკრეტული ფაქტით შეგვიძლია დავადასტუროთ. რაც შეეხება გამარჯვებულ კომპანიას - არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია მსოფლიოში. ზოგადად, ჩინეთის როლი არის მნიშვნელოვანი, იმის გათვალისწინებითაც თუ შევხედავთ, რომ დაახლოებით, 800 მილიარდამდე ვაჭრობა აქვს ჩინეთს ევროკავშირთან და საქართველოს გავლით სულ მცირე, 2-3% ტვირთების გატარება რომ მოხდეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. აღნიშნული პორტის პროექტიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, სახელმწიფოებრიობისთვის, სუვერენიტეტისთვის. მნიშვნელოვანი, რომ ამ პროექტით ჩვენი როლი რეგიონში კიდევ უფრო გაძლიერდება და მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით.

თავიდანვე განწირული იყო მარცხისთვის პროექტი, რომელიც ხაზარაძემ წამოიწყო. წარმოიდგინეთ, რამდენი ხანი იყო გასული, არანაირი წინსვლა, არანაირი წინ გადადგმული ნაბიჯები, არანაირი დაფინანსება. თხოვნა იყო, სახელმწიფოს დაეფინანსებინა. თუ სახელმწიფო დააფინანსებდა, ხაზარაძე რა საჭირო იყო მაშინ?! თავიდანვე განწირული იყო მარცხისთვის, პროექტი არასწორად იყო დაწყებული. ნუ, წარსულზე საუბარი აღარ მინდა. მნიშვნელოვანია, რომ დღეს არსებობს გამარჯვებული კომპანია და პროექტი განხორციელდება, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის”, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი გამოცხადდება. ეკონომიკის მინისტრის ცნობით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი დასრულებულია - „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში“ საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა China Communications Construction Company Limited (China) & China Harbour Investment Pte. Ltd (Singapore) წარადგინა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია