პრემიერი ანაკლიის პორტის შესახებ „ლელოს“ ლიდერების განცხადებებზე - დაასახელონ ინვესტორი, რომელიც ამ წლების განმავლობაში მოიზიდეს, ვერ მოიზიდეს ვერცერთი - მათი მხრიდან იმაზე საუბარი, რომ ხელი შეეშალათ, სრული სპეკულაციაა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ლელოს“ ლიდერებმა ვერცერთი ინვესტორის მოზიდვა ვერ მოახერხა წლების განმავლობაში იმისთვის, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელებულიყო.

ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან „ლელოს“ ლიდერების განცხადება შეაფასა, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ მიზანმიმართულად არ მიეცათ ამ პროექტის განხორციელების საშუალება.

„დაასახელონ ინვესტორი, რომელიც ამ წლების განმავლობაში მოიზიდეს. ვერ მოიზიდეს ვერცერთი ინვესტორი. ასეთ პირობებში, მათი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ხელი შეეშალათ, არის სრული სპეკულაცია. არათუ ხელი არ შეგვიშლია ჩვენ ამ პროექტის განხორციელებისათვის, კონსტიტუციაშიც კი ჩავუწერეთ ანაკლიის პროექტი იმისთვის, რომ ინვესტორის მოზიდვა გაადვილებოდათ, თუმცა, კონსტიტუციური დათქმის პირობებშიც კი ვერ მოახერხეს ვერცერთი ინვესტორის დაინტერესება იმიტომ, რომ სინამდვილეში, სავარაუდოდ კორუფციული ინტერესები ჰქონდათ და არა რეალურად, პორტის განვითარების“,-განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძის პასუხისმგებლობაა, რომელსაც უნდა განეხორციელებინა ანაკლიის პროექტი და ვერცერთ ინვესტორი წლების განმავლობაში ვერ მოიზიდა.

„რომ ყოფილიყო კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან ინტერესი, მათ ამ პროექტის განხორციელებაში ინვესტორის ჩართვა არ გაუჭირდებოდათ. თუმცა, სამწუხაროდ, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მოხდა. ამაზე იქით არ მინდა კომენტარის გაკეთება. რომ ყოფილიყო მეტი ინტერესი საქართველოში პორტის განვითარების კუთხით, არც ხაზარაძის კონსორციუმს არ უნდა გასჭირვებოდა წესით ინვესტორის მოზიდვა და ახლაც უნდა ჩართულიყო რომელიმე შესაბამისი კომპანია ამ ტენდერში, თუმცა, სამწუხაროდ, ყველაფერი სხვანაირად ხდება. ხაზარაძემ ვერ მოახერხა ვერცერთი სივრციდან ინვესტორის მოზიდვა, მათ შორის ვერც ჩინური კომპანიის მოზიდვა ამ პროექტის განსახორციელებლად. შესაბამისად, ეს არის ხაზარაძის პასუხისმგებლობა, რომელსაც უნდა განეხორციელებინა ანაკლიის პროექტი და ვერცერთ ინვესტორი ვერ მოიზიდა წლების განმავლობაში.

რაც შეეხება სხვა სახელმწიფოებს, მათ შეეძლოთ დაეინტერესებინათ კონკრეტული კომპანიები ამ პროექტით, რომელიც არის მომგებიანი, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა“,-განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, მან სანქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის სპეკულაციები.

„რაც შეხება სანქციებს, მგონი ეს არის სპეკულაციები. მეორე მხრივ, იგივე ძალები ავრცელებენ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული ამერიკული კომპანიებიც კი არიან მინორიტარი მეწილეები ამ ჩინურ კომპანიაში. შესაბამისად, ეს წინააღმდეგობრივი ინფორმაცია თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს ცარიელ სპეკულაციებთან“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჩინური კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება. კერძოდ, მინისტრის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი დასრულებულია - „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში“ საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა China Communications Construction Company Limited (China) & China Harbour Investment Pte. Ltd (Singapore) წარადგინა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო