ხატია დეკანოიძე - კანონის მოქმედებით უკვე ბევრი პროექტი და პროგრამა გაჩერდა

არასამთავრობო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო, მაგრამ ასევე მინდა ვუთხრა სახელმწიფოს, “ქართულ ოცნებას” და ივანიშვილის მსახურებს, რომ ამ კანონის მოქმედებით უკვე ბევრი პროექტი და პროგრამა გაჩერდა, - ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე საუბრისას განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, მაგალითად, ბავშვთა ონკოლოგიურმა პროექტებმა, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, შესაძლოა, მუშაობა გააჩეროს.

“რუსული კანონი” საქართველოს სახელმწიფოში ოპერირებას ვერ გააგრძელებს. იმიტომ რომ პირველ რიგში, ეს არ არის რუსეთი და ბელარუსი. არასამთავრობო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო, მაგრამ ასევე მინდა ვუთხრა სახელმწიფოს, “ქართულ ოცნებას” და ივანიშვილის მსახურებს, რომ ამ კანონის მოქმედებით უკვე ძალიან ბევრი პროექტი და პროგრამა გაჩერდა. მაგალითად, ბავშვთა ონკოლოგიურმა პროექტებმა, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა, შეიძლება მუშაობა გააჩეროს. ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ბავშვებზე ორიენტირებული პროექტები წერენ მუნიციპალიტეტებს, რომ ვერ გააგრძელებენ მუშაობას და თუ ასე გაგრძელდა ეს იქნება ძალიან მძიმე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე არ გაგრძელდება, როდესაც ბევრ ინდივიდს, ადამიანს შეეხება ამ კანონის მოქმედება. შესაბამისად, ჩვენ კონცენტრირებული უნდა ვიყოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დაზარალდეს, თუმცა თუ სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ კონკრეტულ ადამიანებს დაემუქროს, ამასაც რა თქმა უნდა, კონკრეტული რეაგირება ექნება”, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, 28 მაისს, პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება