კახა კალაძე - მაიდანი საქართველოში ვერ მოხდება, რადგან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მშვიდობას, სიმშვიდის შენარჩუნებას უჭერს მხარს

მაიდანი საქართველოში ვერ მოხდება, რადგან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მშვიდობას, სიმშვიდის შენარჩუნებას უჭერს მხარს, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, შეეფასებინა ესტონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მიმდინარე აქციები მაიდანთან გაიგივდა.

კალაძემ ასევე უპასუხა კითხვას, თუ როგორ შეაფასებდა ის ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მისი საქართველოში ვიზიტი მთავრობასთან შეთანხმებული არ იყო.

თბილისის მერის განმარტებით, „ეს პირდაპირი ჩარევაა უცხო ქვეყნის პოლიტიკაში“.

„ბევრჯერ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ადგეს და ანტისამთავრობო მიტინგზე ჩავიდეს რომელიმე ჩვენს მეგობარ ქვეყანაში. ხომ წარმოუდგენელია ეს, ხომ შეუძლებელია? ესეც მიანიშნებს, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ამ ადამიანებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მიმართ უპატივცემლობა, ხალხი ყველაფერს ხვდება საბედნიეროდ, ასეთ ადამიანებს, რომლებიც ვითომ ჩვენი მეგობრები არიან და ვითომ გული შესტკივათ საქართველოზე, პირდაპირ ვერ მალავენ იმას, რომ იგივე მაიდანის გამეორება უნდოდათ 2014-ში რაც უკრაინაში, კიევში მოხდა. მაიდანმა რა მდგომარეობაში ჩააყენა და სად მიიყვანა უკრაინა, რა ხდება დღეს, 2024 წელს, უკრაინაში, ჩვენდა სამწუხაროდ, რამხელა უბედურება ტრიალებს, ამაზე არავინ საუბრობს და არავინ აგებს პასუხს. მაიდანი საქართველოში ვერ მოხდება, რადგან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მშვიდობას, სიმშვიდის შენარჩუნებას უჭერს მხარს და ამ ყველაფრის გარანტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოა“, - განაცხადა კალაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე