„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩა N63-ის მიმდებარედ, სათავე ნაგებობის მაგისტრალურ ქსელსა და განშტოებებზე, რომელიც ვარკეთილის, ვაზისუბნისა და ლილოს დასახლებებს სასმელი წყლით ამარაგებს, აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, პარალელურად ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები განხორციელდება ისანი-სამგორის რაიონში, დავითაიას ქუჩაზე.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 31 მაისს, დღის 12:00 საათზე დაიწყებენ და 24- საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

სამუშაოები დავითაიას ქუჩაზე და მაგისტრალური ქსელის რამდენიმე მონაკვეთზე ერთდროულად ჩატარდება, შეიცვლება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთები განახლდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 31 მაისს, დღის 12:00 საათიდან 1 ივნისის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ლილოს დასახლების I, II მიკრორაიონს I კვარტალს, II კვარტლის N1-8 , IV და V კვარტალს, ჭირნახულის, სტურუას, მეფრინველეობის, აფხაზავას, ნამორაძის, ლეონტი მროველის, გოკიელის, კამოს (ტყემალაძის), მეკოკიშვილის ქუჩებს; საქნავთის, სადგური ლილოს, ლოჭინის, ნასაგურს, ორხევის და თეთრიხევის დასახლებებს, ვაზიანის სამხედრო დასახლებას და ვარკეთილის მეურნეობას; სოფლებს - წინუბანს, დიდი ლილოს და გამარჯვების ნაწილს.

ვარკეთილის ზემო პლატოს, გახოკიძის, ხომლელის, შუამთის, თრიალეთის, აბაშვილის, კალოუბნის, კახეთის გზატკეცილის N 65-87, ქიზიყის ქ. N19-33, N12-22, ჩანტლაძის, ამირანაშვილის, ესენინის, სააკაძის, ფიროსმანის, პეტრიწის, კაკაბაძის, ბერიაშვილის, ფანასკერტელ-ციციშვილის, მაისურაძის, კაკლიანის, ჯავახეთის ქუჩის N1, 3, 59, ჯავახეთის II და III შესახვევს, თვალჭრელიძის N2-ს; აეროდრომის დასახლებას, სამხედრო დასახლების II ქუჩას.

ვაზისუბნის დასახლებას, ვაზისუბნის I, II, IIა, III, IV მიკრორაიონებს, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტალს, ლეჟავას, პატარიძის, ვაზის, შანდორფ პეტეფის, დავითაიას, ხელოვანთა, ქისის, სიმონ და თინა ყაუხჩიშვილების, აშოტ კურაპალატის, მშველიძის, კვაჭანტირაძის, ღვალაძის, პილსუდსკის, სულაქველიძის, მხატვრების, ანჩაბეთის, კვიპაროსის, მუსხელიშვილის ქუჩებს, წულუკიძის მე-3 და მე-4 შესახვევს და აჩაბეთის ქუჩას თავის შესახვევებით. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო