პეტრე ცისკარიშვილი - პეტერ ფიშერი გასულ წელს ერთ-ერთი მთავარი ადვოკატი იყო იმისთვის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო - რუსული კანონი წითელი ხაზი აღმოჩნდა, რომლის პირობებშიც ევროპის გზაზე წინ ვეღარ წავალთ

პეტერ ფიშერი გასულ წელს საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ადვოკატი იყო იმისთვის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. ის საქართველოს განვითარების დინამიკას, ქართველი ხალხის მისწრაფებას ხედავდა, მაგრამ რუსული კანონი წითელი ხაზი აღმოჩნდა, რომლის პირობებშიც ჩვენ ევროპის გზაზე წინ ვეღარ წავალთ, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა, საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებასთან დაკავშირებით.

როგორც ცისკარიშვილი აღნიშნავს, ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ქვეყანა ევროპის გზაზე ვერ წავა.

„მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი გასულ წელს საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ადვოკატი იყო იმისთვის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო, რადგან ის ხედავდა საქართველოს განვითარების დინამიკას, ქართველი ხალხის მისწრაფებას და მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა ამ კონკრეტულ მომენტში თუ ვინ იყო მთავრობაში, იმიტომ, რომ ამ სტატუსს აძლევდნენ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს. „ოცნება“ შეიძლება დღეს იყოს, ხვალ აღარ იქნება. არჩევნები ჩატარდება, ხალხის ნება გამოვლინდება და ისინი გამოიცვლებიან.

რუსულ კანონი აღმოჩნდა წითელი ხაზი, რადგან რუსული კანონის პირობებში ჩვენ წინ ვეღარ წავალთ ევროპის გზაზე და ევროინტეგრაციას ვერ განვავითარებთ, ვიდრე ეს მთავრობა გვეყოლება. რუსული კანონი იმიტომ გვაქვს, რომ ჩვენ ხელისუფლებაში გვყავს „ქართული ოცნება“. როგორც კი „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება, რუსულ კანონებთან ბრძოლა აღარ დაგვჭირდება, შემოტანილი და მიღებული რუსული კანონიც მყისიერად გაუქმდება. ამის შემდეგ უკვე საქართველოს შესაძლებლობა ექნება, რომ სვლა ევროინტეგრაციის გზაზე გააგრძელოს“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის კომენტარს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო