პარლამენტის უკანა შესასვლელთან ონკოპაციენტებმა აქცია გამართეს

„მინდა ვიცოცხლო“ - ამ ლოზუნგით პარლამენტის უკანა შესასვლელთან ონკოპაციენტებმა აქცია გამართეს. ისინი ულიმიტო პერსონალიზებულ მედიცინას ითხოვენ.

ასევე, მათ პარლამენტთან მიტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერით: „ჩვენ ერთად ვიბრძვით სიცოცხლისთვის“, „სიცოცხლისთვის ბრძოლის დრო არის ახლა!“, „ჯანმრთელობის უფლება ყველას!“ „მხარდაჭერა ონკოპაციენტებს! ევროპული სტანდარტის ჯანდაცვა! არა რუსულ კანონს!

ონკოპაციენტების მხარდამჭერი ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელის, გვანცა აფხაიძის თქმით, მხოლოდ რამდენიმე მედიკამენტი შედის საყოველთაო დაფინანსების პროგრამაში, სრული სპექტრის სიმსივნეების მედიკამენტები დაფინანსებაში არ შედის.

„ჩვენ გავიგეთ, რომ ბატონი მიხეილ სარჯველაძე პარლამენტში მობრძანდება. სწორედ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მას პარლამენტთან დავხვედროდით და შეგვეხსენებინა, რომ ჩვენი ქვეყანა ონკოპაციენტებისთვის არ არის უსაფრთხო. ონკოპაციენტები ჩვენს ქვეყანაში სრულფასოვან ჯანმრთელობის დაცვის სერვისებს ვერ იღებენ. ჩვენს ქვეყანაში არ არის წამლები, დეპიფიციტია უკვე რამდენიმე თვეა. კერძოდ, ის მცირე ჩამონათვალი მედიკამენტების, რაც წესით ქვეყანაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ჩვენ რამდენიმე შეხვედრა ბატონ მიხეილთან გვქონდა და დაგვპირდა, რომ გამოასწორებდა ჯანდაცვაში არსებულ ხარვეზებს, თუმცა ჯერჯერობით არაფერი არ გამოსწორებულა. ონკოპაციენტებისთვის დაფინანსება ისევ აგვიანებს, ისევ „პროტეჟე“ სჭირდებათ. კერძოდ, საპატრიარქოდან თუ სამთავრობო უწყებიდან რომ დარეკონ და მხოლოდ ამის შემდეგ უფინანსებენ. ასევე, ონკოპაციენტებს, არც ერთი კვლევა არ უფინანსდებათ, მხოლოდ მცირე ფასიანი ანალიზები უფინანსდებათ. არავის უფინანსდება გვერდითი მოვლენების მართვა, რასაც ქიმიოთერაპია იწვევს.

ასევე, მინდა ვთხოვო მიხეილ სარჯველაძეს, რომ ჯანდაცვიდან ნუ აგზავნის ევროკავშირის ქვეყნებში წასულ ონკოპაციენტებზე წერილებს, რომ ჩვენი ქვეყანა არის უსაფრთხო ონკოპაციენტებისთვის, რადგან ჩვენი ქვეყანა ნამდვილად არ არის უსაფრთხო ონკოპაციენტებისთვის. ისინი აქ რომ ჩამოვლენ განწირულები არიან.

მხოლოდ რამოდენიმე მედიკამენტი შედის საყოველთაო დაფინანსების პროგრამაში, სრული სპექტრის სიმსივნეების მედიკამენტები დაფინანსებაში არ შედის. როდესაც მიხეილ სარჯველაძეს ვთხოვე დაემატებინა ეს მედიკამენტები, მან მითხრა, რომ ამ ეტაპზე ვერ დავამატებთ იმიტომ, რომ სამინისტროს თანხები არ აქვს.

ასევე, ძვირადღირებულ მედიკამენტებს მხოლოდ ერთხელ აფინასნებს რეფერალური, იმ მედიკამენტს, რომელიც საყოველთაო დაფინანსების პროგრამაში არ შედის და ამასთან, დაფინანსებაც აგვიანებს”, - განაცხადა გვანცა აფხაიძემ.

შეგახსნებთ, რომ დღეს პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო