თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნება“ ხალხის მოტყუებას განაგრძობს, როცა ამბობს, რომ საქართველოს რუსული კანონის ფონზე ევროპულ ოჯახში დამკვიდრების შანსი აქვს - ხალხი არ ტყუვდება, ყველაფერს ხედავს

„ქართული ოცნება“ ხალხის მოტყუებას განაგრძობს, როცა ამბობს, რომ საქართველოს რუსული კანონის ფონზე ევროპულ ოჯახში დამკვიდრების შანსი აქვს - როგორი ტყუილებიც არ უნდა განაგრძონ, ხალხი არ ტყუვდება და ყველაფერს ხედავს, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა თეონა აქუბარდიამ გააკეთა.

აქუბარდიას თქმით, იმ ფონზე როცა ხელისუფლება ევროინტეგრაციის პროცესში მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნების - გერმანიისა და საფრანგეთის - პოზიციას არ ითვალისწინებს, ეს იმას ნიშნავს, რომ სურთ, საქართველო კრემლისკენ წაიყვანონ, ხოლო ხალხი მოატყუონ, თითქოს ქვეყანა ევროპაში მიჰყავთ.

„თავის დროზე რუსეთში, აგენტების შესახებ კანონის ამოქმედებისას საკუთარი ნებით მხოლოდ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირდა. არც ერთი ორგანიზაცია საკუთარი ნებით ამ საზიზღარ რეესტრში დარეგისტრირებას არ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამას ჯარიმები მოჰყვება.

თუ ქართველმა ხალხმა არჩევნები ოპოზიციასთან ერთად არ მოიგო, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოში საბოლოო ჯამში შეიძლება შეჩერდეს და შეწყდეს. ახლა მთავარი მიზანია, ოქტომბრამდე ისე მივაღწიოთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჯარიმების მიუხედავად საქმიანობის განხორციელება შეძლონ - განსაკუთრებით არჩევნებზე სადამკვირვებლო პროცესი.

სხვა დანარჩენი დამოკიდებულია ხალხზე, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ განაჩენი უნდა გამოუტანოს იმით, რომ ძალაუფლებიდან გაუშვას“, - განაცხადა თეონა აქუბარდია.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს