ვიქტორ ჯაფარიძე - ჩვენ ვართ მონები და 50-100 ლარის გამო სასტვენი რომ უკავიათ, ის თავისუფალი ადამიანია?

ამ კანონში სტიგმატირება არისო - გაიძახიან ევროპელები. „მონაზე“ მეტი სტიგმა რა გინდა? საერთოც იცი „მონა“ რა არის? - ჩვენ ვართ მონები და 50-100 ლარის გამო სასტვენი რომ უკავიათ, ის თავისუფალი ადამიანია? - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, “სირცხვილი ის არის, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიჩვეულია მონობას და მორჩილებას”.

ამასთან, მან მიმართა მომავალ თაობას და აღნიშნა, რომ ის შეცდომაშია შეყვანილი.

“სირცხვილი არის ის, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიჩვეულია მონობას და მორჩილებას. როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველოს პარლამენტის წევრს, რომელმაც კანონს თავისი შეგნებით დაუჭირა მხარი, მას უცხო ქვეყნის, გნებავთ სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე - ვინც გინდათ, ეუბნება ამ კანონს ხმა რატომ მიეციო - ეს არის დემოკრატია? ჩემი ქვეყნის პარლამენტის საქმიანობაში ასეთი ჩარევა გგონიათ დემოკრატიული პროცესი? ან მეორე, 37-იან წლებს რომ იხსენებთ და ამდენი საზიზღრობა გააკეთეს კომუნისტებმა, იმ პერიოდში იყო ზუსტად, რომ შვილი მამაზე პასუხს არ აგებსო - იმას გადაასწრეს?

დაასანქცირეთ ბატონო, რაც გინდათ ის ქენით, მაგრამ დაიმახსოვრეთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ეს ქვეყანა დამოუკიდებელია და ყველამ კეთილი ინებოს და დამოუკიდებელ ქვეყანას პატივი სცენ. მომავალო თაობა, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი, მომავალი თქვენია, მოხვალთ ხელისუფლებაში და როცა გაგიბედავენ, რომ “ამა თუ იმ კანონს მხარი რატომ დაუჭირეთო” , მაშინ მიხვდებით, თუ რამხელა შეცდომას ჩადიოდით დღეს ამ კანონის გაპროტესტებით, როდესაც ფიქრობთ, რომ პარლამენტის წევრმა ამა თუ იმ კანონს თავისი ნებით მხარი არ უნდა დაუჭიროს”, - აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ.

გარდა ამისა მან ისაუბრა ბულინგზე და აღნიშნა, რომ "დახურული ნომრებით რეკავენ".

“ეს მაგათი მეთოდია, რომ დახურული ნომრებით გირეკავენ. გუშინ ვიღაც დათიკაშვილი ამერიკული ნომრიდან მწერდა. ამ კანონში სტიგმატირება არისო - გაიძახიან ევროპელები. “მონაზე” მეტი სტიგმა რა გინდა? საერთოც იცი “მონა” რა არის? ჩვენ ვართ მონები და 50-100 ლარის გამო სასტვენი რომ უკავიათ, ის თავისუფალი ადამიანია?

[ვგულისხმობ] ვინც ფულის გამოა იქ [საპროტესტო აქციაზე]. მაგალითად, ის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც გვისტვენდა და იგინებოდა”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია