ლევან ბეჟაშვილი - არასერიოზულია, როდესაც პრემიერი სანქციების თემას აბუჩად იგდებს - ქვეყანას „ქართული ოცნების“ ხელში ევროპული პერსპექტივა აღარ ექნება

არასერიოზულია, როდესაც პრემიერ-მინისტრი სანქციების თემას აბუჩად იგდებს მაშინ, როდესაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებდა ივანიშვილის პარტიას არ მიეღოთ „რუსული კანონი“ - ქვეყანას ევროპული პერსპექტივა აღარ ექნება „ქართული ოცნების“ ხელში,- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც სანქციებს ეხებოდა.

ბეჟაშვილის განცხადებით, ქვეყნის ევროინტეგრაციის „მთავარი წინაღობა“ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“.

„ვფიქრობ, არასერიოზულია, როდესაც პრემიერ-მინისტრი სანქციების თემას აბუჩად იგდებს მაშინ, როდესაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებდა ივანიშვილის პარტიას არ მიეღოთ „რუსული კანონი“. მათ ეს მაინც განახორციელეს და პრაქტიკულად ქვეყანას ევროპული პერსპექტივა დაუხურეს.

რეალურად, ახლა სანქციებზე აქცენტის გადატანა არასერიოზულია, ვინაიდან მხოლოდ სანქცირების თემა არ არის, მთავარი თემა არის ის, რომ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა დაუხურეს, ქვეყანას ევროპული პერსპექტივა აღარ ექნება „ქართული ოცნების“ ხელში.

საზოგადოებამ უნდა გადავწყვიტოთ, თუ ჩვენ რეალურად გვინდა ევროპაში გაწევრიანება, მთავარი წინაღობა ამ გზაზე არის ივანიშვილი და მისი პარტია“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს