შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციამ ვერც ერთხელ ვერ გაბედა ინტერპელაციით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მიემართა

ოპოზიციამ ვერც ერთხელ ვერ გაბედა ინტერპელაციით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მიემართა. ესეც აჩვენებს თუ როგორი უნარები აქვთ და საერთოდ რამდენად შემძლე არიან შინაარსობრივ დისკუსიებში შესვლაზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პლენარული სხდომებისთვის ბოიკოტის გამოცხადების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, საგაზაფხულო სესიის განმავლობაში, ოპოზიციას შეეძლო პრემიერ-მინისტრისთვის ინტერპელაციით მიემართა, „მაგრამ დისკუსიასა და დებატებში შესვლა ვერ გაბედეს“.

„ესეც აჩვენებს, რომ მყვირალა ფრაზების უკან სინამდვილეში რადიკალური დღის წესრიგის მქონე რამდენიმე ადამიანის ჯგუფი დგას, რომელიც თავს პოლიტიკოსს უწოდებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება