არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ - მზადდება სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენადაც

არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.

როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, პარალელურად ემზადებიან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად.

“ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ და გამოვიყენებთ ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლად კანონის უპირობო გაუქმებამდე. ამისთვის ვამზადებთ სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად და უახლოეს პერიოდში მივმართავთ მას. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია იმოქმედოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით და შეაჩეროს კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედება. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს არ მივიჩნევთ ბრძოლის ერთადერთ გზად, ჩვენი სამართლებრივი ბრძოლა სხვა მიმართულებითაც გაგრძელდება იმ შემთხვევაში. თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ იმოქმედებს დროულად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში, ჩვენ გამოვიყენებთ დავის ალტერნატიულ სამართლებრივ გზას, პარალელურად ვემზადებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად, რომელსაც მივმართავთ შესაბამის დროს.

ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და მედიას, რომელსაც ეს კანონი ეხება, შეუძლია ამ ბრძოლის მონაწილე გახდეს და შემოგვიერთდეს. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. "არა რუსულ კანონს, კი ევეოპას!", - აცხადებენ მესამე სექტორში.

ამასთან, მესამე სექტორის წარმომადგენლების განმარტებით, მათი საკონსტიტუციო სარჩელის დეტალები მოგვიანებით გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.

"ახლა, რისი თქმაც შეგვიძლია, არის ის, რომ გამოვიყენებთ ყველა მექანიზმს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს აძლევს სრულ უფლებას, შეაჩეროს ის პრობლემური მუხლები, სანამ კანონი საბოლოოდ გაუქმდება, რათა არ დაზიანდეს სამოქალაქო საზოგადოება, ხალხი და ქვეყანა.

“საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს სრული უფლება და დრო იმისთვის, რომ ეს გააკეთოს. თუ ის არ შეაჩერებს შესაბამისი ნორმების მოქმედებას, ჩვენ გამოვიყენებთ ალტერნატიული დავის გზას, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც აქვს შესაბამისი მექანიზმები, რომელსაც გამოვიყენებთ იმ დროს, როცა იქნება ეს საჭირო", - განმარტეს პრესკონფერენციაზე.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა