ნინო ლომჯარია - მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი იქნას მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიანი სარჩელი

ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი იქნას იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიანი სარჩელი, რომელსაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ეხება.

მისი თქმით, აღნიშნული კანონის სადავო მუხლების გასაუქმებლად მესამე სექტორი, პირველ რიგში, გამოიყენებს საკონსტიტუციო სასამართლოს და ასევე, სამართლებრივი გუნდი მუშაობს ალტერნატიული დავის მექანიზმებზეც.

“კოორდინაცია ნამდვილად იქნება ყველა იმ ინსტიტუტთან, თუ სუბიექტთან, რომელიც უფლებამოსილია საკონსტიტუციო სარჩელით მიმართოს სასამართლოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთიანი სარჩელი იყოს, მათ შორის მედიაორგანიზაციების, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების, რათა ერთიანი სტრატეგიით წავიდეთ და დავაზღვიოთ, მათ შორის სამართლებრივი რისკები”, - განაცხადა ლომჯარიამ.

მისი თქმით, აღნიშნული კანონი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო უფლებებს, მათ შორის ევროპის კონვენციას ადამიანის უფლებების შესახებ.

“ამაზე ძალიან დეტალურად საუბრობს ვენეციის კომისია, საუბარია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე, შეკრების, გაერთიანების უფლებაზე, სტიგმატიზაციაზე, დისკრიმინაციის აკრძალვის კანონმდებლობას არღვევს და საერთო ჯამში, არის ანტიკონსტიტუციური, ადამიანის უფლებების და დემოკრატიული პრინციპების საწინააღმდეგო და ხელს უშლის მედიის თავისუფლებას. პრინციპში, არ რჩება ადამიანის უფლება და თავისუფლება, რაზეც დგას დემოკრატიული საზოგადოება, რასაც არ არღვევს კანონი და ეს დასკვნაში თქვა ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ”, - განაცხადა ლომჯარიამ.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს