ნინო დოლიძე - სამოქალაქო ორგანიზაციები არ დავემორჩილებით რუსულ კანონს, არ ვაპირებთ ღირსების შემლახავ რეესტრში დარეგისტრირებას

იმედია, ეს კანონი საქართველოში ძალიან მალე არ იქნება. ეს არის საბოლოო მიზანი. ერთადერთი გზა არის ევროპული მომავალი, დემოკრატიული განვითარება. ეს კანონი კი ეწინააღმდეგება ყველაფერს იმას, რაც არის ქართველი ხალხის განაცხადი და სურვილი,- ამის შესახებ ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამოქალაქო ორგანიზაციები არ აპირებენ დარეგისტრირდნენ “ღირსების შემლახავ რეესტრში”. ამასთან, მან ისაუბრა მესამე სექტორის ერთიან სარჩელზე, რომლის შეტანას აპირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში და ითხოვენ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის სადაო ნორმები გაუქმდეს.

“სამოქალაქო ორგანიზაციები არ დავემორჩილებით რუსულ კანონს, არ ვაპირებთ ღირსების შემლახავ რეესტრში დარეგისტრირებას იმიტომ, რომ ეს ეწინააღმდეგება იმ ყველაფერს, რაც ამდენი წლის განმავლობაში გაგვიკეთებია. ჩვენ მხოლოდ საქართველოს ინტერესს ვემსახურებით და რა თქმა უნდა, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელ რეესტრში, რომელიც არის ღირსების შემლახავი, არ დავრეგისტრირდებით. გარდა ამისა, გავაგრძელებთ ყველა იმ საქმიანობას, რასაც აქამდე ვაკეთებდით, სანამ ამის შესაძლებლობა იქნება. პარალელურად, ჩვენ, ცხადია, ვაპირებთ, რომ სამართლებრივი მექანიზმები გამოვიყენოთ, ეს იქნება ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ. ქვეყნის შიგნით ჩვენ გამოვიყენებთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც მივმართავთ სარჩელით, რომ შეაჩეროს იმ მუხლების ამოქმედება, რაც არის პრობლემური რუსულ კანონში. ხოლო თუ არ დააკმაყოფილებენ ამ მოთხოვნას და არ იმოქმედებენ ისე, როგორც ეს არის საჭირო, მათ შორის კონსტიტუციის ფარგლებში, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ საერთაშორისო მექანიზმებს იმისთვის, რომ ეს პრობლემური მუხლები შეჩერდეს. საბოლოო მიზანი არის ის, რომ იმედია, ეს კანონი საქართველოში არ იქნება ძალიან მალე. ერთადერთი გზა არის ევროპული მომავალი, დემოკრატიული განვითარება, ეს კანონი კი ეწინააღმდეგება ყველაფერს იმას, რაც არის ქართველი ხალხის განაცხადი და სურვილი”, - განაცხადა დოლიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია