პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ წევრებს რომ ვუყურებ, მახსენდება გამოთქმა: „ნამდვილი მონა არა თავისუფლებაზე, არამედ საკუთარ მონებზე ოცნებობს“ - ვერ ეღირსებით საქართველოს დამონებას!

კახა კალაძეს ვინმემ აუხსნას რა არის დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სუვერენიტეტი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, საზოგადოების განსაკუთრებული დაცინვაა, როცა ამ ყველაფერს „ბიძინას კარზე მოსამსახურეები ამბობენ, რომელთაც საკუთარი დამოუკიდებლობა და ღირსება ვერ დაუცვიათ ივანიშვილისგან“

„ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს ვინმემ აუხსნას რა არის დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სუვერენიტეტი. მისი ყველა განცხადება, მათ შორის დღევანდელი, რომ თითქოს ევროკავშირის ქვეყნები არიან უფრო ნაკლებად დამოუკიდებლები, თავისუფლები და სუვერენულები ვიდრე საქართველო, არის რუსული ჰიბრიდული დეზინფორმაციის პროდუქტი.

ამ გზავნილის მიზანია დააეჭვოს საქართველოს მოქალაქე ევროკავშირის სიკეთეებში და უპირატესობაში რასაც შემდეგ საფეხურზე მოჰყვება გზავნილი, რომ არ გვინდა ევროკავშირი, ის ზღუდავს თავისუფლებასა და სუვერენიტეტს.

ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებული დაცინვაა როცა ამას ბიძინას კარზე მოსამსახურეები ამბობენ, რომელთაც საკუთარი დამოუკიდებლობა და ღირსება ვერ დაუცვიათ ივანიშვილისგან. ამათ რა თავისუფლება და სუვერენიტეტი უნდა მოუტანონ და დაუცვან ქვეყანას?!

„ქართული ოცნების“ წევრებს რომ ვუყურებ, მახსენდება ძველი გამოთქმა: „ნამდვილი მონა არა თავისუფლებაზე, არამედ საკუთარ მონებზე ოცნებობს“.

ვერ ეღირსებით საქართველოს დამონებას! ქართველმა ხალხმა უკვე გამოგიტანათ განაჩენი. ახლა მთავარია, ჩვენი დღევანდელი ბრაზი, შინაგანი პროტესტი და უსამართლობის განცდა ვაქციოთ გამარჯვების მთავარ პირობად. კი ევროპას! არა ყველაფერს რუსულს!“, - განაცხადა მანჯგალაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს