თორნიკე რიჟვაძე - გამჭვირვალობის კანონი ძალიან მალე მოგვცემს შედეგებს, რომელიც უფრო განამტკიცებს ჩვენს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, რაც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის წინაპირობაა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საქართველოს ძალიან მალე მისცემს შედეგებს, რომელიც „კიდევ უფრო განამტკიცებს სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, რომელიც არის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის წინაპირობა“.

ამის შესახებ რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, როდესაც საქართველოს პარლამენტის მხრიდან ვეტოს დაძლევას და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას გამოეხმაურა.

„პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო საქართველოს პარლამენტის მხრიდან ვეტოს დაძლევას და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას. მსურს, მადლობა გადავუხადო უმრავლესობის თითოეულ დეპუტატს, რომლებმაც არნახული ზეწოლის მიუხედავად შეძლეს მტკიცედ მიეღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია გრძელვადიანად ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვისა და დამოუკიდებლობისთვის.

ხალხს აქვს აბსოლუტური უფლება იცოდეს ყველა ორგანიზაციის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც უცხოურ ინტერესს ატარებენ, დადებითს თუ უარყოფითს. შესაბამისად, მჯერა, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე დარწმუნდება ამ კანონის მნიშვნელობაში. შეუძლებელია, რომ გამჭვირვალობა შეუსაბამო იყოს ევროპულ ღირებულებებთან და ფასეულობებთან.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის მეთაურმა, პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის პირველივე სხდომაზე, მთავრობის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება დაასახელა ერთ-ერთ მთავარ პრინციპად. შესაბამისად, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო და კერძო სტრუქტურების მიმართ მთავარი მოთხოვნა და მოლოდინი გახლავთ გამჭვირვალობა და შედეგებიც, მათ შორის მთავრობის გამჭვირვალობასთან მიმართებით, გვაქვს სახეზე. იცით, რომ გამოქვეყნდა ღია ბიუჯეტის ინდექსი, რომლის შესაბამისადაც, საქართველოს ბიუჯეტი ღიაობით არის პირველ ადგილზე 125 ქვეყანას შორის, რომელიც კიდევ ერთხელ მიუთითებს თუ რამდენად გამჭვირვალედ მოქმედებს მთავრობა და სამთავრობო სტრუქტურები, როგორც ბიუჯეტის დაგეგმვის, ასევე მისი შესრულების ნაწილში.

მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა შესრულდა. მოგეხსენებათ, რომ ამ კანონს მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. ჩვენმა უმრავლესობამ პარლამენტში, პატრიოტული და მტკიცე სულისკვეთებით დაამტკიცა და განამტკიცა ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი მიუხედავად წარმოუდგენელი ზეწოლისა და არნახული წნეხისა. ბოლო 12 წლის განმავლობაში, საქართველო არის უფრო ძლიერი, უფრო დამოუკიდებელი და შესაბამისად, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით, წარმოუდგენელი რისკის ფასად, „ქართული ოცნების“ პირობებში, ვერავინ შეძლებს, რომ ჩვენს ხალხს გარედან „დაუნიშნონ“ და „აურჩიონ“ მთავრობა და შეძლონ ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევა.

შესაბამისად, გამჭვირვალობის კანონი ძალიან მალე მოგვცემს შედეგებს, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, რომელიც არის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის წინაპირობა“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ, რომლის განცხადებასაც აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით