ანრი ოხანაშვილი ფონდ „ფეა თრიიზზე“ - კანონს არავითარი უარყოფითი გავლენა არ აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, მითუმეტეს, როცა ეს ჯანდაცვას ეხება - ეს დეზინფორმაციაა, რაზეც სახელმწიფოს რეაქცია ექნება

კანონს არავითარი უარყოფითი გავლენა არ აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, მითუმეტეს, როცა ეს ჯანდაცვას ეხება, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ფონდი „ფეა თრიიზ“ მიერ გავრცელებულ განცხადებას.

ოხანაშვილის თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი რომ უკუშედეგს იწვევს, დეზინფორმაციაა, რაზეც სახელმწიფოს რეაქცია ექნება.

“კანონს უარყოფითი შედეგი ექნებაო, ეს არის სიყალბე. ჩვენი არაერთი მოქალაქე ქვეყნისთვის კარგ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. ბევრი კეთილსინდისიერი ადამიანი არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს და კარგ საქმეს აკეთებს. როგორც ჩანს, უშუალო წნეხი და ზეწოლაა ამ თანამშრომლებზე. რა თქმა უნდა, ამას სახელმწიფო ყურადღებას მიაქცევს და ამაზე ექნება რეაგირება. არავის ეგონოს, რომ ვინმეს უყურადღებოდ დავტოვებთ, როცა შეიძლება მათთან მიმართებაში ზეწოლა და შანტაჟი განხორციელდეს და ვინმე დაემუქროს, რომ რაღაც პროგრამას დაუხურავენ და ა.შ. ეს სწორი დამოკიდებულება არ იქნება. კანონს არავითარი უარყოფითი გავლენა არ აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, მითუმეტეს, როცა ეს ჯანდაცვას ეხება. კანონით ნებადართული არ არის ორგანიზაციების საქმიანობის შეფერხება. როგორ შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ თურმე კანონი უკუშედეგს იწვევს. ეს არის დეზინფორმაცია და ამაზე სახელმწიფოს რეაქცია ექნება”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, ფონდმა „ფეა თრიიზ“ გაავრცელა განცხადება და ონის მერიისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც უწყებასთან თანამშრომლობის გაწყვეტის შესახებაა საუბარი. წერილში ნათქვამია, რომ ფონდი იძულებულია შეწყვიტოს 2023 წელს დაწყებული თანამშრომლობა ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით. მიზეზად დასახელებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება და განმარტებულია, რომ აღნიშნული კანონის თანახმად, შესაძლოა, ფონდს დააკისრონ ჯარიმები და შეუქმნან ფინანსური სირთულეები. როგორც ფონდში აცხადებენ, სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის სივრცე აღარ დარჩათ. როგორც ფონდში განმარტავენ, ინფორმაცია ეხება ქალაქ ონში დაგეგმილი ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნას და არა ამბროლაურში არსებულ, უკვე ფუნქციონირებად, ფონდის კლინიკას.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება