არჩილ თალაკვაძე - თუ რომელიმე დონორი უარს იტყვის იმ პროექტების გაგრძელებაზე, რომლებიც მოქალაქეების ინტერესებშია, ჩაითვლება, რომ მათ მართლაც სხვა ინტერესი ჰქონდათ - ასეთი ტიპის საბოტაჟი სხვანაირად ვერ იქნება გაგებული!

თუ რომელიმე დონორი, დამფინანსებელი უარს იტყვის იმ პროექტების გაგრძელებაზე, რომლის თაობაზე წინა დღეებში გვეუბნებოდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებშია და არანაირ უცხოურ გავლენას არ უკავშირდება, პირდაპირ ჩაითვლება, რომ მათ მართლაც სხვა ინტერესი ჰქონდათ და ამ პროექტებს შესაძლო გარე ჩარევის გადასაფარად ახორციელებდნენ - ასეთი ტიპის საბოტაჟი სხვანაირად ვერ იქნება გაგებული! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

თალაკვაძის თქმით, წინასწარ შემუშავებული გეგმის ნაწილია, რომ ამ დღეებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გამოვიდეს და თქვას, რომ მათ ხელი ეშლებათ და პროექტების გაგრძელება არ შეუძლიათ.

“ასეთი რამ ონის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში უკვე მოხდა. როგორც ჩანს, არის წინასწარ შედგენილი გეგმა, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ისეთი სურათი და განცდა შექმნას, თითქოს მათ კანონმა საქმიანობაში ხელი შეუშალა.

საუბრობენ ჯარიმებზე! ამბობენ, დიდი და უსამართლო ჯარიმები არიასო. მინდა მათ ვუპასუხო: - ჯარიმები საერთოდ არ იქნება გადასახდელი, თუ ყველა ორგანიზაცია იმ მარტივ მოთხოვნას შეასრულებს, რასაც აქამდე ბიზნესი ასრულებდა, რასაც ვასრულებთ ჩვენ - საჯარო მოხელეები და თანამდებობის პირები. ჩააბარეთ დეკლარაცია წელიწადში ერთხელ, რომელიც საკმაოდ მარტივია - იმაზე რთული არ არის, ვიდრე ბიზნესის და საჯარო სექტორის მიერ ჩაბარებული დეკლარაციები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის