იაგო ხვიჩია - ცოტა მიკვირს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რწმენა კიდევ აქვს შერჩენილი „ენჯეო“ სექტორს

მე ცოტა მიკვირს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რწმენა კიდევ აქვთ შერჩენილი [არასამთავრობო ორგანიზაციებს], - ასე გამოეხმაურა “გირჩის” დეპუტატი, იაგო ხვიჩია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, რომ ისინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.

ხვიჩიას თქმით, “ენჯეო” სექტორი პროცესის გაგრძელების თვალსაზრისით ალბათ ფიქრობს, რომ ეს მომგებიანი ჟესტია, თუმცა არ სჯერა, რომ ამას საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს.

“მე ცოტა მიკვირს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რწმენა აქვთ შერჩენილი [არასამთავრობო ორგანიზაციებს]. ზოგადად, ამ კანონის მოქმედებას რომ არ ემორჩილებიან, ეს მესიჯი მომწონს და მგონია, რომ სწორია ამ თვალსაზრისით ხელისუფლების ასეთი დარტყმის ქვეშ დაყენება.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელს, არ ვიცი შეიძლება ჰქონდეს თუ არა ის მნიშვნელობა, რომ ამ მიმართულებით რაიმე შეცვალოს, მაგრამ პროცესის გაგრძელების თვალსაზრისით, ალბათ, ფიქრობენ, რომ ეს მომგებიანი ჟესტია, თუმცა არ მჯერა, რომ ამას საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს”, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ამავე თემაზე საუბრისას იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ემოციებს უნდა მოუკლონ და “აზროვნება დაიწყონ”.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა თანამოაზრეები უნდა იპოვონ არა მათი გადარჩენის, არამედ ზოგადად ევროინტეგრაციის და პროდასავლური ვექტორის შენარჩუნების საქმეში.

“დღევანდელი პოლიტიკით არასამთავრობო ორგანიზაციები ლანძღვა-გინებით საკუთარ მომხრეებს შლიან მიტინგზე. შესაბამისად, მათი მორევა მარტივია, მაგრამ თეორიულად ყველა ადამიანს აქვს შანსი, რომ აზრზე მოვიდეს და რამე ხეირიანი გააკეთოს. ამ შემთხვევაში, ზოგადად პროდასავლური ვექტორის მხარეს უზარმაზარი საზოგადოებრივი ენერგიაა, უბრალოდ “ენჯეო” სექტორმა მათი გაფანტვის და ქუჩაში სეირნობის ნაცვლად რაიმე ჭკვიანური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მათ თავისი ადგილი უნდა იცოდნენ. თუ შენი ადგილი არ იცი, ცუდი რაღაცები გემართება. მაგალითად, როცა მეკარე თავდასხმაში დგას და თავდამსხმელი კარში, კარგი არაფერი ხდება. იგივე ემართება “ენჯეო” სექტორს. სადაც ისინი დგანან, მათი ადგილი იქ არაა, იქ პოლიტიკოსები უნდა იდგნენ. ან ისინი პოლიტიკოსებად უნდა გადაკვალიფიცირდნენ და მაშინ გასაგები იქნება, უბრალოდ ცოტა დროა დარჩენილი და ამას არ ვურჩევდი. დანარჩენ შემთხვევაში სანამ საკუთარ ადგილს ვერ იპოვიან და ხალხსაც და მუხტსაც დააბნევენ, ბრძოლა წარმატებული არ იქნება”, - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.

როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, პარალელურად ემზადებიან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში