ეუთო/ოდირი - საქართველოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი დემოკრატიულ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებს არ შეესაბამება

საქართველოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი დემოკრატიულ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებს არ შეესაბამება. ამის შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისიც (OSCE/ODIHR) თავის იურიდიულ ანალიზში წერს.

ანალიზის თანახმად, საქართველოში მიღებული კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასაშუალებებს “უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად” საზღვრავს, მხოლოდ და მხოლოდ საზღვარგარეთიდან მიღებული დაფინანსებისთვის, არ შეესაბამება ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო სამართალში აღნიშნულ მკაცრ მოთხოვნებს.

ODIHR-ის ანალიზი ასევე ხაზს უსვამს მნიშვნელოვან სხვაობებს საქართველოში მიღებულ კანონსა და აშშ-სა (FARA) და ავსტრალიაში არსებულ კანონებს შორის, რომელიც ფუნდამენტურად განსხვავებულია მიზნებსა და მასშტაბებში.

ანალიზში ნათქვამია, რომ აშშ-სა და ავსტრალიაში არსებული კანონები მიზნად ისახავენ, კერძო კომპანიებისა და არაკომერციული ორგანიზაციების საჯარო რეგისტრაციას, რომლებიც უცხოური ხელისუფლებების სახელით მონაწილეობენ ადვოკატირებაში ან ლობირებაში და ისინი არ ასახელებენ სამოქალაქო საზოგადოებას ან მედიას “უცხოურ წარმომადგენლებად” მხოლოდ იმისთვის, რომ დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ .

ODIHR-ი საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, გაიწვიონ ეს კანონი და ნაბიჯები გადადგან, რათა აღნიშნული კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან.

ანალიზში აღნიშნულია, რომ არსებობს ვალდებულებათა რიგი, რომლებიც შესაძლოა დაეკისროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და რომლებიც გამართლებულიც შეიძლება იყოს ადამიანის უფლებების პერსპექტივიდან, თუმცა მათ კონკრეტულად სამოქალაქო საზოგადოების სექტორი არ უნდა აიღონ სამიზნეში და იმ დაშვებას არ უნდა აკეთებდნენ, თითქოს საზღვარგარეთიდან დაფინანსებული სამოქალაქო საზოგადოების ყველა ორგანიზაცია უცხოური ძალების ინტერესებს წარმოადგენს.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე