თეონა აქუბარდია - ეუთო/ოდირის დასკვნა არის კიდევ ერთი პასუხი „ქართული ოცნების“ პროპაგანდის მისამართით, რომლებიც ვენეციის კომისიას ექსპერტიზას უწუნებდნენ და „გლობალური ომის პარტიის“ რიგებში წერდნენ

ეუთო/ოდირის დასკვნა არის კიდევ ერთი პასუხი „ქართული ოცნების“ პროპაგანდის მისამართით, რომლებიც ვენეციის კომისიას უწუნებდნენ ექსპერტიზას და „გლობალური ომის პარტიის“ რიგებში წერდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ „უცხოური გალენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ეოთო/ოდირის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

თეონა აქუბარდიას განმარტებით, ეუთო/ოდირის დასკვნაში მეორდება ის სამართლებრივი შეფასებები, რაც არა მხოლოდ ვენეციის კომისიას ჰქონდა, არამედ საერთაშორისო პარტნიორებსაც.

„ეუთო-ოდირის დასკვნა მომზადდა ჩემი და პაატა მანჯგალაძის მიმართვის საფუძველზე, როგორც კომიტეტის მოადგილეების. ეუთო/ოდირი ეხმარება საქართველოს კანონმდებლობის დახვეწაში და ჩვენ, როგორც კომიტეტის მოადგილეებს, გვქონდა შესაძლებლობა, რომ მიგვემართა ეუთო/ოდირისთვის ამ კანონზე დასკვნის მოსამზადებლად. ეს დასკვნა არის კიდევ ერთი პასუხი „ქართული ოცნების“ პროპაგანდის მისამართით, რომლებიც ვენეციის კომისიას უწუნებდნენ ექსპერტიზას და „გლობალური ომის პარტიის“ რიგებში წერდნენ. მე ველოდები „ქართული ოცნების“ ხვალინდელ შეფასებას ეუთო-ოდირის „გლობალური ომის პარტიად“ მოხსენებასთან დაკავშირებით.

ამ, ვითარებაში, როცა ჯერ კიდევ შარშან პირველად შემოვიდა „რუსული კანონი - უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ“ კანონი, მაშინ სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე მომზადდა დასკვნა, რაც პრეზიდენტმა თავის ვეტოში გამოიყენა და ახლაც, რა თქმა უნდა, მთავარი ამ 30-გვერდიან დასკვნაში არის ის, რომ ეს ეწინააღმდეგება როგორც კონსტიტუციას, ასევე იმ წესებს, რაც ევროპაში მოქმედებს და მათ შორის არასამთავრობოების მიმართ არანაირად არ არის არც ამერიკული და არც ისრაელის შესაბამისი კანონმდებლობის მსგავსი. ამიტომ, ბუნებრივია, მეორდება ის შეფასებები, მათ შორის სამართლებრივი, რაც ჰქონდა არა მხოლოდ ვენეციის კომისიას, არამედ ჩვენს პარტნიორებს.

ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი გზავნილია მათ შორის იმ გადაწყვეტილების წინ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოაცხადეს, ეს იქნება სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვა, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელი, რომელსაც ისინი უახლოეს დღეებში შეიტანენ“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ინფორმაციისთვის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) იურიდიულ ანალიზში ნათქვამია, რომ საქართველოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი დემოკრატიულ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებს არ შეესაბამება.

ODIHR-ის ანალიზი ასევე ხაზს უსვამს მნიშვნელოვან სხვაობებს საქართველოში მიღებულ კანონსა და აშშ-სა (FARA) და ავსტრალიაში არსებულ კანონებს შორის, რომელიც ფუნდამენტურად განსხვავებულია მიზნებსა და მასშტაბებში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება