პაატა მანჯგალაძე - ეუთო/ოდირის შეფასებაში გაბათილებულია „ქართული ოცნების“ ყველა არგუმენტი, თითქოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიზანი გამჭვირვალობა იყო

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ეუთო/ოდირის შეფასებაში გაბათილებულია „ქართული ოცნების“ ყველა არგუმენტი, თითქოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიზანი გამჭვირვალობა იყო.

როგორც მანჯგალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დასკვნაში უამრავი სამართლებრივი არგუმენტია იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება ამ კანონის მიღება ისეთ ქვეყანაში, რომელსაც უნდა, ევროპული ოჯახის წევრი გახდეს.

„ჩვენი მიმართვის საფუძველზე ჩამოვიდა ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ე.წ. რუსულ კანონს არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან, უფრო მეტიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ სტანდარტებს. ამ დასკვნაში შეფასებაში, გაბათილებულია ყველა არგუმენტი „ქართული ოცნების“ თითქოს მათი მიზანი იყო გამჭვირვალობა და სხვა რამეს არ ისახავდა მიზნად. აქ დეტალურადაა აღწერილი, რომ ამ „რუსულ კანონს“ არაფერ აქვს საერთო არც ამერიკულ ფარასთან, არც ავსტრალიურ კანონთან და პირდაპირაა საუბარი, რომ დაფინანსების წყაროს მიხედვით ადამიანის უცხოეთის სამსახურში მყოფად, ან აგენტად გამოცხადება არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ასევე გაბათილებულია არგუმენტები, გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ეს არ არის მიზნის მიღწევის საშუალება. შემოთავაზებულია, რომ თუ სხვა საკითხები დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან, უნდა შევიდეს ცვლილება შესაბამის კანონში და ადამიანების სტიგმატიზება არ უნდა მოხდეს.

„ქართული ოცნება“ სპეკულირებდა, რომ არ არსებობდა სამართლებრივი არგუმენტები. უამრავი სამართლებრივი არგუმენტია ამ დასკვნაში იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება ამ კანონის მიღება ისეთ ქვეყანაში, რომელსაც უნდა გახდეს ევროპის ოჯახი", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს