თეონა აქუბარდია - ეუთო/ოდირის 30-გვერდიანი დასკვნა, რომელიც დეტალურად აშიშვლებს „ქართული ოცნების“ ტყუილს, კიდევ ერთი ცივი შხაპია „ქართული ოცნებისთვის“

ეს 30-გვერდიანი დასკვნა, რომელიც დეტალურად აშიშვლებს „ქართული ოცნების“ ტყუილს, კიდევ ერთი ცივი შხაპია „ქართული ოცნებისთვის“, - ასე შეაფასა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „უცხოური გალენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ეუთო-ოდირის დასკვნა.

აქუბარდია იმედოვნებს, რომ აღნიშნული კანონი სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება და სამართლებრივი ძალით გაუქმდება.

„სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებამ“ ვენეციის კომისიას არ მიმართა, არ მიმართა ასევე ეუთო-ოდირის სამართლებრივი შეფასებისთვის. მადლობა მინდა ვუთხრა ეუთო-ოდირის ექსპერტებს იმ სამართლებრივი, სწრაფი რეაგირებისთვის, რომელიც ამ კანონზე ჩამოვიდა. „ქართული ოცნება“ ერთი თვის მანძილზე უტიფრად ტყუოდა. პუნქტობრივად არის ჩამოსული სრული კრიტიკა. ღიად არის ნათქვამი, რომ „რუსული კანონი“ არანაირ თანხვედრაში არ არის არც ამერიკულ კანონთან და არც ავსტრალიურთან, რომელიც განმარტებით ბარათში იყო მოყვანილი.

ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის,რომ ეუთო-ოდირი ითხოვს ამ კანონის გაუქმებას. ასევე, ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ უნდა გაიწვიოს კანონი და გადადგას ნაბიჯები, რათა კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი იყოს. ეს 30-გვერდიანი დასკვნა, რომელიც დეტალურად აშიშვლებს „ქართული ოცნების“ ტყუილს, კიდევ ერთი ცივი შხაპია „ქართული ოცნებისთვის“.

იმედი მაქვს, აღნიშნული დასკვნა ისევე, როგორც ვენეციის კომისიის დასკვნა წავა სტრასბურგის სასამართლოში, ისევე როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში და გახდება დამატებითი საფუძველი იმისთვის, რომ აღნიშნული კანონი სამართლის ძალით გაუქმდეს“, - განაცხადა აქუბარდიამ.

მისი თქმით, ეუთო-ოდირის დასკვნაში ნათქვამია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეუთავსებელია დემოკრატიულ სტანდარტებთან და ადამიანის უფლებების კანონთან.

„ჯერ ჩამოვიდა ვენეციის კომისიის დასკვნა, სადაც ღიად წერია, რომ კანონი უნდა გაუქმდეს, რადგან ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არღვევს ფუნდამენტურ უფლებს. ახლა ჩვენი მიმართვის საფუძველზე, კიდევ მეორე კრიტიკული დასკვნა ჩამოვიდა, რომელიც კანონთან მიმართებით „ქართული ოცნების“ ტყუილის კიდევ ერთი მხილებაა“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ინფორმაციისთვის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) იურიდიულ ანალიზში ნათქვამია, რომ საქართველოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი დემოკრატიულ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებს არ შეესაბამება.

ODIHR-ის ანალიზი ასევე ხაზს უსვამს მნიშვნელოვან სხვაობებს საქართველოში მიღებულ კანონსა და აშშ-სა (FARA) და ავსტრალიაში არსებულ კანონებს შორის, რომელიც ფუნდამენტურად განსხვავებულია მიზნებსა და მასშტაბებში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო