„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დღეს, 31 მაისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩა N63-ის მიმდებარედ, სათავე ნაგებობის მაგისტრალურ ქსელსა და განშტოებებზე, რომელიც ვარკეთილის, ვაზისუბნისა და ლილოს დასახლებებს სასმელი წყლით ამარაგებს, აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პარალელურად ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება ისანი-სამგორის რაიონში, კერძოდ დავითაიას ქუჩაზე.

„კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს დღეს, 31 მაისს, დღის 12:00 საათზე დაიწყებენ და 24-საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

სამუშაოები დავითაიას ქუჩაზე და მაგისტრალური ქსელის რამდენიმე მონაკვეთზე ერთდროულად ჩატარდება, შეიცვლება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთები განახლდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 31 მაისს, დღის 12:00 საათიდან 01 ივნისის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ლილოს დასახლების I, II მიკრორაიონს I კვარტალს, II კვარტლის N1-8 , IV და V კვარტალს, ჭირნახულის, სტურუას, მეფრინველეობის, აფხაზავას, ნამორაძის, ლეონტი მროველის, გოკიელის, კამოს (ტყემალაძის), მეკოკიშვილის ქუჩებს; საქნავთის, სადგური ლილოს, ლოჭინის, ნასაგურს, ორხევის და თეთრიხევის დასახლებებს, ვაზიანის სამხედრო დასახლებას და ვარკეთილის მეურნეობას; სოფლებს - წინუბანს, დიდი ლილოს და გამარჯვების ნაწილს.

ვარკეთილის ზემო პლატოს, გახოკიძის, ხომლელის, შუამთის, თრიალეთის, აბაშვილის, კალოუბნის, კახეთის გზატკეცილის N 65-87, ქიზიყის ქ. N19-33, N12-22, ჩანტლაძის, ამირანაშვილის, ესენინის, სააკაძის, ფიროსმანის, პეტრიწის, კაკაბაძის, ბერიაშვილის, ფანასკერტელ-ციციშვილის, მაისურაძის, კაკლიანის, ჯავახეთის ქუჩის N1, 3, 59, ჯავახეთის II და III შესახვევს, თვალჭრელიძის N2-ს; აეროდრომის დასახლებას, სამხედრო დასახლების II ქუჩას.

ვაზისუბნის დასახლებას, ვაზისუბნის I, II, IIა, III, IV მიკრორაიონებს, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტალს, ლეჟავას, პატარიძის, ვაზის, შანდორ პეტეფის, დავითაიას, ხელოვანთა, ქისის, სიმონ და თინა ყაუხჩიშვილების, აშოტ კურაპალატის, მშველიძის, კვაჭანტირაძის, ღვალაძის, პილსუდსკის, სულაქველიძის, მხატვრების, აჩაბეთის, კვიპაროსის, მუსხელიშვილის ქუჩებს, წულუკიძის მე-3 და მე-4 შესახვევს და აჩაბეთის ქუჩას თავის შესახვევებით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა