თინა ბოკუჩავა - გუშინ ღამით მუქარის შემცველი ზარი მივიღე - მინდა ვუთხრა ამ დაქირავებულ, მხდალ ადამიანებს, რომ არც მათი და არც მათი შეშინებული დამქირავებლის არავის ეშინია

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განაცხადებით, გუშინ ღამით, მობილურ ტელეფონზე მუქარისშემცველი ზარი მიიღო.

დეპუტატის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით აპირებს მიმართოს, მათ შორის სასამართლოს.

„გუშინ ღამის 12-ის ნახევარზე მივიღე ზარი კონკრეტული ნომრიდან. ამავე ნომრიდან ათობით ჩემს გარემოცვაში ასევე მიიღო მუქარის შემცველი ზარი. ამ ადამიანმა იცოდა ჩემი ოჯახის ყველა წევრის ნომერი, რაც ბუნებრივია, მიუთითებს იმაზე, რომ ისინი კონკრეტული დავალებით რეკავენ. მე ვაპირებ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მივმართო მობილური ქსელების ოპერატორებს, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და სასამართლოს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებს მოუწევთ უმკაცრესი წესით აგონ პასუხი კანონის წინაშე. ახლა მინდა ვუთხრა ამ დაქირავებულ მხდალ ადამიანებს, რომ არც მათი და არც მათი შეშინებული დამქირავებლის საქართველოში არავის ეშინია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება