ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი გაიმართება

2 ივნისს, 12:00 საათზე, ბოლნისში, კერძოდ ძველ გერმანულ უბანში ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი გაიმართება და ღონისძიებას სლოგანი - „ბოლნისი - ოქროსფერი ღვინის ქალაქი აერთიანებს“ იქნება.

ამის შესახებ ინფორმაციას „არემჯი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი საქართველოში მეორედ იმართება.

„დაცული ადგილწარმოშობის დასახელება ღვინის მახასიათებლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მანიშნებელია, რომელიც ამ ნიშნით აღიარებულ ღვინოებს სხვა ღვინოებისგან უპირატესად წარმოაჩენს. ფესტივალის მიზანი მეღვინეთა შორის ადგილწარმოშობის ოფიციალური ნიშნის შესახებ პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდაა.

ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის 50-მდე მსხვილი მწარმოებლისა და მცირე საოჯახო მარნის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები იქნება წარმოდგენილი.

ღონისძიების ფარგლებში 28 მაისს, ბოლნისის ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის კონკურსი გაიმართა. საერთაშორისო გამოცდილების მქონე ჟიურიმ, ენოლოგებმა, ღვინის ექსპერტებმა და მეღვინეებმა საქართველოს 6 რეგიონიდან ( შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, იმერეთი, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო) 21 დაცული ადგილწარმოშობის დასახელების, 87 ღვინის ნიმუში დააგემოვნეს.

კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი დიდი ოქროს, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი ადგილწარმოშობის ღვინოები 2 ივნისს ფესტივალზე საზეიმოდ გამოვლინდება.

ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებს ტრიო „ალილო“ და კვარტეტი „რანინა“,

დღის განმავლობაში სხვადასხვა გათამაშება და შემეცნებითი აქტივობა გაიმართება.

ფესტივალის წარმდგენია „არემჯი,“ მხარდამჭერები: მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, ბოლნისის აგროცენტრი, „საქპატენტი".

„არემჯი“ 2022 წელს ოფიციალურად შეუერთდა გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპებს და გახდა გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი. კომპანიის ყველა მსხვილი კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტები მდგრადი განვითარების მიზნებთან არის თანხვედრაში.

ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერის პროგრამა, სწორედ მე-8 მიზანს (ღირსეული სამუშაო & ეკონომიკური ზრდა) ეხმიანება და ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტია“, - ნათქვამია „არემჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის