დიმიტრი ხუნდაძე - ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, არის თაობათა შორის დაპირისპირება - აგენტურისთვის სამართლებრივი შედეგი აუცილებლად დადგება

„ნაციონალური მოძრაობა“ თაობათა შორის დაპირისპირებას ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იყენებდა და ამას აკეთებს დღესაც, ოპოზიციაში - აგენტურისთვის სამართლებრივი შედეგი აუცილებლად დადგება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ახალგაზრდებს უბიძგებს, რომ მშობლების თაობას დაუპირისპირდნენ და ასეთი ტიპის აგენტურას სამართლებრივი პასუხი მოეთხოვება.

"ის, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, რომ ახალგაზრდებს ახალისებენ, რათა უფროსი თაობის წარმომადგენლებზე მოახდინონ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სხვა ტიპის ზეწოლები, მიუღებელია. ეს მახასიათებელია "ნაციონალური მოძრაობისათვის". თაობათა შორის დაპირისპირებას მაშინაც იყენებდა, როცა ხელისუფლებაში იყო და ამას აკეთებს დღესაც. ახალგაზრდებს უბიძგებს, რომ მშობლების თაობას დაუპირისპირდნენ. ასევე, ეძებენ ახალგაზრდებს საკუთარ მშობლებთან დასაპირისპირებლად. მოკითხულია მაგალითად, ჩვენი, დეპუტატების შვილები სად სწავლობენ, სად მუშაობენ, სად ცხოვრობენ, რომ შვილები დაუპირისპირონ მშობლებს. ეს დაუშვებელია. ამავე დროს ეს არის სახიფათო. მერწმუნეთ, ორ თვეში, როდესაც კანონი ბოლომდე ამუშავდება, რა თქმა უნდა, იქნება მოცული. მანამდე ასეთი ტიპის დამკვეთებს, აგენტურას, რა თქმა უნდა, მოეთხოვება სამართლებრივი პასუხი, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, სახელმწიფო და არ ვაპირებთ, რომ ასეთი აურზაური შევქმნათ და ქვეყანა მივიდეს მაიდანიზაციამდე. მაიდნის გზა მიდის ომამდე. ჩვენ ყველაზე მეტად სწორედ ახალგაზრდებისთვის ვიბრძვით და მათთვის ვითმენთ ყველაზე მეტს, რომ ისინი არ აღმოჩნდნენ ცეცხლისა და ომის მსხვერპლი. სამართალმა თავისი აუცილებლად უნდა თქვას," - განაცხადა ხუნდაძემ.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში