უკრაინამ და შვედეთმა უსაფრთხოების შესახებ ორმხრივი შეთანხმება გააფორმეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინასა და შვედეთის სამეფოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის, არამედ სხვა ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის. ამიტომ, მისი, თქმით, უკრაინის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და არ შეწყდება.

დოკუმენტის თანახმად, 2024-2026 წლებში შვედეთი უკრაინას 75 მილიარდი შვედური კრონის (დაახლოებით 6.5 მილიარდი ევრო) სამხედრო დახმარებას გაუწევს, რაც წელიწადში დაახლოებით 2.2 მილიარდ ევროს შეადგენს. დახმარების ოდენობა გაიზრდება დოკუმენტის მოქმედების ათი წლის განმავლობაში.

უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მოიცავს ავიაციას და საჰაერო თავდაცვას, ჯავშანტექნიკას, არტილერიას, საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას, განაღმვით სამუშაოებში დახმარების აღმოჩენას და უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებას.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შვედეთმა უკვე მიაწოდა და გააგრძელებს უკრაინისთვის Archer-ის საარტილერიო სისტემებისა და CV90 საბრძოლო მანქანების მიწოდებას, რომელთან დაკავშირებითაც პარტნიორები ერთობლივი წარმოების შესაძლებლობებსაც შეისწავლიან.

„შვედეთთან შეთანხმების უნიკალური ნაწილია სპეციალიზებული ASC 890 თვითმფრინავის მიწოდება, ასევე JAS 39 Gripen-ის თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემის პერსპექტივა“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეთანხმების ცალკეული ბლოკები ეხება უკრაინის სამშვიდობო ფორმულის მხარდაჭერას, უკრაინისთვის დანაკარგების კომპენსირებას, აგრესორის პასუხისგებაში მიცემას და სანქციებს.

„გარდა ამისა, შვედეთმა ნათლად დაადასტურა ევროკავშირისა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე უკრაინის მიმართ მხარდაჭერა“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია