არჩილ თალაკვაძე - თუ კანონის სახელწოდება იარლიყად და პრობლემად მიიჩნიეთ, სად იყავით და რატომ არ ამოიღეთ ხმა?

ჩემი ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი რა კანონსაც მიიღებდა, რა თქმა უნდა, პატივს ვცემდი და შევასრულებდი - დიახ! - ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ კითხვას, არასამთავრობო ორგანიზაციას რომ წარმოადგენდეს თავად, დარეგისტრირდებოდა თუ არა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის სტატუსით, შესაბამისი სახელწოდების რეესტრში.

აღნიშნული კითხვის პასუხად თალაკვაძემ ასევე განაცხადა, რომ თუკი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების პრობლემა სახელწოდება იყო, უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის მხრიდან გაკეთდა შეთავაზება აღნიშნულ საკითხზე მსჯელობასთან დაკავშირებით.

“თუ ეს თქვენს იარლიყად, სტატუსად და პრობლემად მიიჩნიეთ და აქ გაქვთ შენიშვნა, სად იყავით და რატომ არ ამოიღეთ ხმა, როდესაც უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კომიტეტის სხდომაზე განცხადება გააკეთა და იქ მოსულ ოპონენტებს უთხრა, რომ ამ სახელწოდებასთან დაკავშირებით ემსჯელათ?! თუ ეს საკითხი გაწუხებთ, უმრავლესობის ლიდერის შეთავაზებიდან 20 წუთში რატომ გააკეთეთ განცხადება, რომ ამ საკითხის განხილვას საერთოდ არ აპირებთ და ამაზე არანაირ მსჯელობაში შესვლა არ გინდათ - ეს დისკუსია თქვენ თვითონ უარყავით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია