ქეთევან თურაზაშვილი - ზარი შევიდა ჩემ დასთან, რომელსაც დაემუქრნენ - „შენი და არ იქცევა სწორად და „მიაყენოს“, ან ქმარზე იფიქროს ან შვილებზეო - სრულიად უკანონოდ გაჩხრიკეს ჩემი შვილი ქუჩაში - ვაპირებ, მივმართო შესაბამის საგამოძიებო უწყებებს

ზარი შევიდა ჩემ დასთან, რომელსაც დაემუქრნენ - „შენი და არ იქცევა სწორად და ,,მიაყენოს“, ან ქმარზე იფიქროს ან შვილებზეო, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა, რომელმაც მისი ოჯახის წევრების ტელეფონზე შესულ მუქარისშემცველ ზარებზე ისაუბრა.

როგორც თურაზაშვილმა განმარტა, უკვე რამდენიმე კვირაა, მისი ოჯახის წევრებზე, მათ შორის შვილებზე მუქარის შემცველი ქმედებები ხორციელდება.

დეპუტატის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით აპირებს დღეს საგამოძიებო უწყებებს მიმართოს.

„დარეკვების ახალი ტალღა დაიწყო, როგორც ჩანს, მათ ჩემი ოჯახის ყველა წევრის ნომერი იციან. გუშინ, ღამის 12 საათზე შემოვიდა ზარი ჯერ ჩემ ქმართან, ზარს ვერ მიუსწრო. დაახლოებით, 12 წუთში, იგივე ნომრიდან შევიდა ზარი ჩემ დასთან, რომელსაც დაემუქრნენ. „შენი და არ იქცევა სწორად და ,,მიაყენოს", ან ქმარზე იფიქროს ან შვილებზეო"..

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, უკვე რამდენიმე კვირაა გაურკვეველი პირები ჩემი ოჯახის წევრებს ქუჩაში ხვდებიან. ჩემს 23 წლის შვილს მანქანით გადაუდგნენ და ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე სრულიად უკანონოდ გაჩხრიკეს, შემდეგ ჯერზე კი, უკვე კაფეში მიაკითხა შეიარაღებულმა შუა ხნის მამაკაცმა და მუსიკოსების მისამართით იგინებოდა... ქუჩაში დაგვხვდნენ მე და ჩემს ქმარსაც, როცა მცირეწლოვან შვილთან ერთად გვიან ღამით სახლში ვბრუნდებოდით.

ვაპირებ, მივმართო შესაბამის საგამოძიებო უწყებებს. თუმცა, სანამ მათ მივმართავ, კითხვა მაქვს მობილურ ოპერატორებთან, რანაირად ხდება, რომ ნომრებზე, საიდანაც გვირეკავენ და გვემუქრებიან, უკან დარეკვისას გვპასუხობს, რომ ,,ნომერი რეგისტრირებული არ არის"...?! რა დანიშნულებით და ვისზე გასცემთ ასეთ ნომრებს? საინტერესოა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საერთოდ ფუნქციონირებს ამ ქვეყანაში?” - განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო