პარლამენტის თავმჯდომარე - რუსთაველის გამზირს ვერ გასცდნენ - გადით რეგიონში, რა საქმიანობა მიდის, მთლიანი საქართველო მუშაობს და ეს აისახება ეკონომიკაზე

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის, ვინც საპროტესტო აქციების დროს მაგისტრალების გადაკეტვას აორგანიზებდა, ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს ეწეოდა, რაც მისი შეფასებით, "მძიმე ქცევაა".

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საპროტესტო აქციების დროს მთავარი ტაქტიკა იყო ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად და პოლიტიკურად დაეზიანებინათ.

„მთავარია, რომ ქართული სახელმწიფოს ქარავანი მიდის, ჩვენი ეკონომიკა იზრდება. ხედავთ, როგორ ცდილობენ, მათ შორის ეკონომიკური კუთხითაც დააზიანონ ქვეყანა. ამ აქციების დროსაც მათი ტაქტიკა იყო ის, რომ ქვეყანა დაეზიანებინათ. მაგისტრალების გადაკეტვის მიზანი არის სწორედ გადაადგილების შეფერხება და შესაბამისად, ქვეყნის დაზიანება. ამიტომ, ის, ვინც აორგანიზებდა მაგისტრალების გადაკეტვას, ჩვეულებრივად, ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს ეწეოდა. ქვეყნის წინააღმდეგ მძიმე ქცევა არის, როდესაც საბოტაჟს აწყობ. ვხედავდით ქართველ და უცხოელ აქტორებს, რომლებიც ავი სიხარულით უყურებდნენ ლარის კურსს, კომენტირებდნენ: „აბა, შეხედეთ ლარის კურსი სად არის და ლონდონის ბირჟაზე აქციის ფასი სად არისო“. ეს ავი სიხარული ზოგიერთ უცხოელს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ დაბადებით ქართველ ადამიანს ეს ავი სიხარული რომ აქვს, დილით რომ გამოდიან და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურზე ტაბლოს უყურებენ, იქნებ ერთი თეთრით მაინც გაუფასურეს ლარი, რომ მერე პანიკა ავტეხოთ და ამაზე ვილაპარაკოთო, ასეთი ქართველები აღმოგვაჩნდა ჩვენს წიაღში, როლებიც უცხოური ფულით გამოიკვებნენ და ლარის ტაბლოზე დოლარის ტაბლო აინტერესებთ მხოლოდ და არა ლარის. ეს არსი NGO-სა და ოპოზიციის ის სიმბიოზი, რომელიც ტაბლოზე უყურებს და დოლარის გამყარება უხარია“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ამ ორომტრიალის მიუხედავად, რის შექმნასაც ისინი ცდილობდნენ, რუსთაველის გამზირს მაინც ვერ გასცდნენ“.

„მთლიანი საქართველო მუშაობს. გადით რეგიონში, გადით ყველგან, რა საქმიანობა მიდის და ზუსტად ეს აისახება ეკონომიკაზე, სადაც კვლავ რეკორდული ზრდა გვაქვს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს