შალვა პაპუაშვილი - ჯანდაცვის სამინისტრო ყველა პროექტს გადახედავს და სადაც არიან სპეკულაციის მოყვარული NGO-ები, სახელმწიფო ასეთ პარტნიორებს დააკვირდება - თუკი ვინმეს არ უღირს რეესტრში დარეგისტრირება, დაიხუროს ქუდი და წავიდეს

ჯანდაცვის სამინისტრო ყველა პროექტს გადახედავს და სადაც არიან სპეკულაციის მოყვარული NGO-ები, რომელსაც ერთადერთი რამ აინტერესებთ, რამენაირად გრანტები მიიღონ და ხარჯონ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ასეთ პარტნიორებს უნდა დააკვირდეს - თუკი ვინმეს საერთოდ არ უღირს დარეგისტრირება იმ რეესტრში, საერთოდ დაიხუროს ქუდი და წავიდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მან უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით, მათ შორის ონკოპაციენტების დაფინანსების სავარაუდო ხელშეშლას.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, გარკვეულმა მაგალითებმა აჩვენა ის, რომ ხშირ შემთხვევაში, სოციალური პროექტები სულაც არ არის სოციალური და ის პოლიტიკურია.

„ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, როდესაც დისკუსია იყო, „კი, მაგრამ გასაგებია, შეიძლება იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პოლიტიკაში ერევიან, მაგრამ რას ერჩით იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც სოციალური პროექტები აქვთ“. აი, ამ მაგალითებმა დაგვანახეს, რომ ხშირ შემთხვევაში, სოციალური პროექტები სულაც არ არის სოციალური პროექტები, არის პოლიტიკური პროექტები და ასეთ პროექტებში შიგნით პოლიტიკური აზრი არის ჩადებული. მანამდე იყო განცხადება ონში სტომატოლოგიურ კაბინეტთან დაკავშირებით. ეს საერთოდ პარადოქსი იყო. დანიური ორგანიზაციის, „ფეა თრიიზის“, თუ რაღაცა ასე ჰქვია, დანიელი ხელმძღვანელი, ქალბატონი ბოლსი შეწუხდა, რომ ის დარეგისტრირდება, როგორც უცხო ქვეყნის ინტერესის გამტარებელი. დანიელი შეწუხდა, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენელია. არ ვიცი, ახლა, ამ ადამიანს თავი ძირძველი რაჭველი ჰქონია, თუ არა, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ ის რაჭის ხარჯზე კარგ ბიზნესს აკეთებს გირჩის თესლებთან დაკავშირებით. კარგია, თუ ის სოციალური საკითხებშიც დაინტერესებულია, მაგრამ მათმა განცხადებამ აჩვენა ერთი რამე, თუ არ არ ინტერესებს არც რაჭველი ბავშვი, არც იმ რაჭველი ბავშვის კბილები, ერთადერთი, რაც მას აინტერესებს არის გირჩები და თესლი, რაც გააქვს რაჭიდან. განცხადება, რაც ჩვენ ვიხილეთ აბსოლუტურად აღმაშფოთებელი იყო, როდესაც ვხედავთ,რომ სოციალური პროექტი თავის არსით, სადაც ონის მუნიციპალიტეტმა, რომელსაც ასეთი ორგანიზაციების შეხიდება არანაირად არ სჭირდება, მაგრამ რადგან იყო ინტერესი და ის ბიზნესი რაჭაში არის, შეთანხმდნენ,რომ მოდი, ერთობლივად გავაკეთოთო. ონის მუნიციპალიტეტმა ყველაფერი გააკეთა, მოაწყო კაბინეტი, ყველაფერი აღჭურვა, ერთადერთი რაც მათი მხრიდან უნდა ყოფილიყო, ისა, რომ ექიმის, სტომატოლოგის ხელფასი გადაეხადათ. აი, ამას რომ აქცევს სპეკულაციიის საკითხად, ბავშვებით რომ დაიწყებს სპეკულაციას დანიელი ქალბატონი, რომლისთვისაც თურმე შეურაცხყოფაა, რომ ის უცხოელად მოვიხსენიოთ საქართველოში, ეს აჩვენებს, რომ ხანდახან სოციალურ პროექტებშიც არის პოლიტიკური დედააზრი ჩადებული. ამორალურია საერთოდ, როდესაც ბავშვების ჯანმრთელობით სპეკულირებენ NGO-ები”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო ყველა ამგვარ პროექტს გადახედავს.

„ჯანდაცვის სამინისტრო ყველა ამ საკითხს, პროექტს გადახედავს და სადაც არიან ასეთი სპეკულაციის მოყვარული NGO-ები, რომელსაც ერთადერთი რამ აინტერესებთ, რამენაირად გრანტები მიიღონ და ხარჯონ და ამის შემდეგ ხელფასები ჰქონდეთ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ასეთ პარტნიორებს უნდა დააკვირდეს. სახელმწიფოს თავისი პასუხისმგებლობა აქვს. განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროში ყველანაირად ფართოვდება ეს პროგრამები, სახელმწიფო ზრუნავს თავის მოქალაქეებზე, განსაკუთრებით ბავშვებზე და აქ, ვინმეს დაყვედრება, დამადლება და საჯარო განცხადებებით ბავშვების ჯანმრთელობით სპეკულირება აბსოლუტურად მიუღებელია. თუკი ვინმეს საერთოდ არ უღირს დარეგისტრირება იმ რეესტრში, საერთოდ დაიხუროს ქუდი და წავიდეს. სახელმწიფო მიხედავს ყველა ასეთ საკითხს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით