ტიტე გედენიძე - დაკითხვა, საქმის აღძვრა არის პოლიტიკურად შეთითხნილი, აქტივისტების დაშინების მცდელობით და ყველა კითხვა იყო სულელური, სასაცილო და აზრს მოკლებული

მთელი ეს პროცესი - დაკითხვა, საქმის აღძვრა არის პოლიტიკურად შეთითხნილი აქტივისტების დაშინების მცდელობით და ყველა კითხვა იყო სულელური, სასაცილო და აზრს მოკლებული, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, ტიტე გედენიძემ სასამართლოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

გედენიძის განცხადებით, „დაკითხვებზე დაბარება პირდაპირი მნიშვნელობით, ახალგაზრდების დაშინების მცდელობაა“.

„თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს საქმე არის პოლიტიკურად შეთითხნილი, მაგრამ ამის მიუხედავად მეგონა, რომ უფრო საინტერესო კითხვებს დასვამდნენ, თუმცა არაფერი საინტერესო აქ არ იყო, სრულიად აბსურდული კითხვები დასვეს, თუ სად ვიყავი, რას ვაკეთებდი. დაკითხვებზე დაბარება პირდაპირი მნიშვნელობით, ახალგაზრდების დაშინების მცდელობაა. მთელი ეს პროცესი - დაკითხვა, საქმის აღძვრა არის სისულელე, ყველა კითხვა იყო სულელური, სასაცილო და აზრს მოკლებული“, - განაცხადა ტიტე გედენიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს