BTU-სა პარტნიორებთან ერთად თბილისსა და ბათუმში ახალგაზრების ციფრული უნარების გაუმჯობესებისა და რესოციალიზაციის პროგრამას აგრძელებს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, UNICEF-ი და პარტნიორი ორგანიზაციები მომავალ თაობაზე ზრუნვას აგრძელებენ. პროექტი Junior Tech, რომელიც 2023 წლიდან ხორციელდება, წელს თბილისსა და ბათუმში 100-ზე მეტ ახალგაზრდას დაეხმარება ციფრული უნარების გაუმჯობესებასა და რესოციალიზაციაში.

Junior Tech-ის მიზანია, მოწყვლადი ჯგუფების ახალგაზრდებს ტექნოლოგიური მიმართულებით ცოდნა გაუზიაროს, რაც მათ შემდგომში შრომის ბაზარზე გასვლაში დაეხმარება. პროგრამა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდებისა და ახალგაზრდების ცოდნის გაძლიერების ხელშეწყობასაც.

პროექტის ფარგლებში დაკომპლექტებულია 3 ჯგუფი, რომლებიც ფიზიკურ ფორმატში ესწრებიან ლექციებს:

  • თბილისი - 2 ჯგუფი, ჯამში 55 ბენეფიციარი; სწავლებისადგილი: ბიზნესისადატექნოლოგიებისუნივერსიტეტი.
  • ბათუმი - 1 ჯგუფი, 29 ბენეფიციარი; სწავლებისადგილი: ბათუმისშოთარუსთაველისსახელმწიფოუნივერსიტეტი.

პროექტის ბენეფიციარებმა გაიარეს გადამზადება შემდეგი მიმართულებებით: MS Word, Excel-ის გამოყენება Google-ის აპლიკაციების გამოყენება: Google Calendar, Google Forms პრეზენტაციების აწყობა (PPT, Canva); კიბერჰიგიენა და ინტერნეტ უსაფრთხოება; ციფრული ტექნოლოგიების პრინციპები და ტექ. ინგლისური.

პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეორე მოდულით გათვალისწინებული კურსის - გრაფიკული დიზაინის სწავლება.

რაც შეეხება კანონთან კონფლიქტში მყოფი ახალგაზრდების პროგრამას, რომელიც თბილისში მიმდინარეობს, მასში მონაწილეობას 22 პირი იღებს. პროექტს „სილიკონ ველი თბილისი“ და „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში ახორციელებენ. Junior Tech-ის აღნიშნული პროგრამის დასრულებული და მიმდინარე კომპონენტებია: ციფრული ტექნოლოგიების პრინციპები; კიბერჰიგიენა და ინტერნეტ უსაფრთხოება და ტექ. ინგლისური. ხოლო დაგეგმილი კომპონენტებია: გრაფიკული დიზაინი, შექმენი შენი კარიერა და კარიერული ბუთქემფი.

ამ დროისთვის უკვე დასრულებულია ციფრული წიგნიერების საბაზისო კურსი, მონაწილეებმა ასევე გაიარეს კიბერ ჰიგიენისა და ინტერნეტ უსაფრთხოების შესავალი, მიმდინარეობს მათი გადამზადება ინგლისურ ენაში. ლექციები ტარდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, სადაც ყველა პირობაა შექმნილი მაღალი ხარისხის ცოდნის და უახლესი ციფრული უნარების მისაღებად.

Junior Tech-ის სასწავლო-მოსამზადებელი პროგრამა, საგანმანათლებლო კომპონენტებთან ერთად, ითვალისწინებს მონაწილეთა კარიერული განვითარების ხელშემწყობ აქტივობებს, მათ მიერ მიღებული ცოდნის გამოვლენას და წარდგენას კარიერულ boot Camp-ზე. დასახული ამოცანების მისაღწევად, პროექტის მომდევნო აქტივობების განხორციელებაში, დარგის პროფესიონალებთან ერთად, ჩართულები იქნებიან კერძო სექტორის წარმომადგენლები - მხარდამჭერი კომპანიები და ინდ. მეწარმეები, რომლებიც პროექტის მონაწილეებს გაუწევენ მენტორობას და მისცემენ რჩევებს კარიერული განვითარების შესახებ.

„ციფრული წიგნიერება ახალგაზრდების ინტეგრაციისა და განვითარებისთვის“ წარმოადგენს BTU-ის Junior Tech პროგრამის გაგრძელებას, რომელსაც უნივერსიტეტი UNICEF-თან და 20-მდე პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს. ორივე ინიციატივამ გამორჩეული შესაძლებლობა მისცა როგორც მონაწილეებს, ასევე ლექტორებს, ერთობლივად შექმნან შედეგებზე და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი.

პროექტის მიმდინარე წლის 21 ივნისს დასრულდება. Junior Tech-ის პარტნიორი კომპანიები არიან: TBC Bank; Liberty Bank; Exadel, Adjara Group, Tegeta Cars, HT Solutions, Lab Technology, Terminal, Lineate, B2C, Quantori, Girteka, Citypay io, Quick, Tag & Match, ნიკოს ფონდი, დინამო თბილისი, ფერმერთა ასოციაცია და გენეტიკური კვლევის ცენტრი/მედ კაპიტალი.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო