შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის დაფინანსებულ მედიასაშუალებას აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკე სახელმწიფოებად აქვს მონიშნული, ევროკავშირმა აღიარა ჩვენი ტერიტორიის დაშლა, თუ რასთან გვაქვს საქმე?

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ერთ-ერთ მედიასაშუალებას, „ჯემნიუსს“ აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და საქართველო ცალკე სახელმწიფოებად აქვს მონიშნული, რა ხდება, ევროკავშირმა აღიარა ჩვენი ტერიტორიის დაშლა, აღიარა ოკუპაცია, თუ რასთან გვაქვს საქმე? - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „საქართველოში ისეთი მედიის დაფინანსება, რომელიც აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ცალკე ქვეყნებად მოიხსენიებს, არც ჯდება არც ევროკავშირის და არც ქართულ პოლიტიკაში“.

„შედით „ჯემნიუსის“ ვებგვერდზე, ცალკე სახელმწიფოებად აქვს მონიშნული აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და საქართველო, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ მედიას. რა ხდება, ევროკავშირმა აღიარა ჩვენი ტერიტორიის დაშლა? აღიარა ოკუპაცია, თუ რასთან გვაქვს საქმე? ასეთი უპასუხისმგებლო დონორები რომ არიან საქართველოში, ჯობია, იყვნენ გამჭვირვალე და ხალხის რეაქციებიდან მიხვდებიან, რა არის სწორი და რა – არა. საქართველოში მედიის დაფინანსება, რომელიც აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს მოიხსენიებს ცალკე ქვეყნებად, არც ევროკავშირის პოლიტიკაში ჯდება და არც ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია