მარნეულის მერიის ბაზაზე „ახალგაზრდული საბჭოს" ახალი შემადგენლობის შერჩევასთან დაკავშირებით, მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

მარნეულის მერიის ბაზაზე „ახალგაზრდული საბჭოს" ახალი შემადგენლობის შერჩევასთან დაკავშირებით, მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საინფორმაციო კამპანია, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ შუბითიძის ხელმძღვანელობით, საბჭოს წევრების შერჩევისა და გასაუბრების ეტაპის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ, მუნიციპალიტეტის 11 სკოლაში ჩატარდა. შეხვედრებს, ასევე, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ნინო დეკანოიძე უძღვებოდა.

„კამპანიის ფარგლებში, პრეზენტაციები გაიმართა „ახალგაზრდული საბჭოს" შესახებ, მოსწავლეებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე და სკოლებს გადაეცათ პლაკატები კონკურსის და საბჭოს საქმიანობის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ბაზაზე, ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, ფუნქციონირებს „ახალგაზრდული საბჭო", რომლის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ, ახალგაზრდულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობა.

„ახალგაზრდული საბჭო" ირჩევა 2 წლის ვადით და დაკომპლექტდება 16-დან 29 წლის ჩათვლით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, არანაკლებ 18 ახალგაზრდისგან.

ამასთან, მიმდინარეობს მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის განახლებაზე მუშაობა. აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანია მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადგილობრივი ახალგაზრდების პრიორიტეტული საკითხების განსაზღვრა, შესაბამისი ონლაინ კითხვარის მეშვეობით:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfS3orvvVMXj5FTexL8M19BPj-70fhpZXPlx1nqju8iXdtfuA/viewform“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს