1-ელი ივნისიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ვალდებულება ძალაში შედის

1-ელი ივნისიდან ძალაში შედის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის დანაწესი, რომლის თანახმად, ყველა საჯარო დაწესებულება და რიგი კერძო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, დანიშნონ ან განსაზღვრონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.

ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.

კანონის თანახმად, ორგანიზაცია, რომელმაც დანიშნა/განსაზღვრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, ვალდებულია, ოფიცრის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია 10 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის განსაზღვრის/დანიშვნის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმირებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მოცემული ბმული - https://pdps.ge/ka/content/1056/personalur-monacemTa-dacvis-oficris-gansazRvris-daniSvnis-Sesaxeb-samsaxuris-informireba

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა