ვახტანგ გომელაური პოლიციელებს - არავის მივცემ უფლებას შელახოს თქვენი ღირსება და პატივი - გწამდეთ, რომ ყველგან და ყოველთვის ვიქნები თქვენი ღირსების დამცველი

მინდა მოგმართოთ, თითოეულმა თქვენგანმა იცოდეთ, რომ არავის მივცემ უფლებას შელახოს თქვენი ღირსება და პატივი. გწამდეთ, რომ ყველგან და ყოველთვის ვიქნები თქვენი ღირსების დამცველი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, ქართული პოლიცია დაკომპლექტებულია ღირსეული, პროფესიონალი და თავდადებული თანამშრომლებისგან.

„დღეს, პოლიციელის დღეა. ჩვენთვის, პოლიციელებისთვის ეს ერთგვარი სიამაყისა და მადლიერების დღეა.

დღეს, როდესაც კიდევ ერთხელ მაქვს პატივი თქვენთან ერთად ვიზეიმო პოლიციელის დღე, მინდა მოგმართოთ, თითოეულმა თქვენგანმა იცოდეთ, რომ არავის მივცემ უფლებას შელახოს თქვენი ღირსება და პატივი. გწამდეთ, რომ ყველგან და ყოველთვის ვიქნები თქვენი ღირსების დამცველი.

ყველას არ შეუძლია იყოს პოლიციელი, ეს პროფესია ქვეყნისა და მოქალაქეების განსაკუთრებულ სიყვარულს, საჭიროების შემთხვევაში სამშობლოსთვის თავგანწირვას, სიმამაცეს და სიმტკიცეს მოითხოვს.

გახსოვდეთ, ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები რომ ქვეყანა იყოს ძლიერი და თავისუფალი. ჩვენი ვალია სახელმწიფოს ინტერესების ღირსეულად დაცვა. ამიტომ ჩვენ ყოველთვის მტკიცედ უნდა ვიდგეთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე.

მინდა გჯეროდეთ, რომ მე, როგორც მინისტრი, როგორც პოლიციელი და მოქალაქე თქვენს გვერდით ვარ. მინდა ღირსეულად ატარებდეთ პოლიციელის მუნდირს და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ემსახურებით საქართველოს.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ამაყი ვარ, რომ ქართული პოლიცია დღეს არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მძლავრი ანალიტიკური სისტემებით, გვაქვს გამართული საკანონმდებლო ბაზა, წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობა, საჭიროებებსა და მიმდინარე გამოწვევებზე მორგებული სტრატეგიული ხედვები და დოკუმენტები.

სამინისტროს აქვს გამართული ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, განახლებული ავტოპარკი და შეიარაღება.

პოლიციელებო, სწორედ თქვენს პროფესიონალიზმსა და მაღალ კვალიფიკაციაზე მეტყველებს დანაშაულის გახსნის მაჩვენებლები, რომელიც ყოველწლიურად მზარდია და წელს უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია.

აუცილებელია პოლიციელს ჰქონდეს ღირსეული სამუშაო პირობები და სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად უნდა გრძნობდეს მხარდაჭერას და დაფასებას.

სიამაყით შემიძლია აღვნიშნო, რომ ქართული პოლიცია დაკომპლექტებულია ღირსეული, პროფესიონალი და თავდადებული თანამშრომლებისგან. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში თითოეული თქვენგანის როლი უმნიშვნელოვანესია.

პოლიციელებო! კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციის დღეს! ერთობლივი ძალისხმევით, ღირსეული ბრძოლითა და თავდადებით ბევრი კარგი საქმე გაგვიკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის და ასე გავაგრძელებთ!

გისურვებთ მშვიდ ქვეყანაში ღირსეულად ემსახუროთ ჩვენს სამშობლოს და ხალხს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო