პრემიერი - პრეზიდენტის არყოფნა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ლოგიკურია იმ პირობებში, როცა მან შეიწყალა პატიმარი, რომელმაც „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციელს, სცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვა

პრეზიდენტის არყოფნა დღევანდელ ღონისძიებაზე აბსოლუტურად ლოგიკურია, მას არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა დღეს აქ ყოფილიყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტს აღნიშნულ ღონისძიებაზე „არაფერი ესაქმებოდა“, რადგან მან ერთ-ერთი პატიმარი, რომელმაც პოლიციელს "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა, შეიწყალა.

„პრეზიდენტის არყოფნა დღევანდელ ღონისძიებაზე აბსოლუტურად ლოგიკურია, იმ პირობებში, როდესაც მან შეიწყალა ერთ-ერთი პატიმარი, რომელმაც პოლიციელს "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა, პოლიციელის ცოცხლად დაწვა სცადა. მას არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა დღეს აქ ყოფილიყო. ამ საკითხს მე არ ვწყვეტ, ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიებაა. გარდა ამისა, გახსოვთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები პოლიციასთან მიმართებით, ბოლო კვირების განმავლობაში. ეს აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი განცხადებები იყო, ამიტომ მას აქ არაფერი ესაქმებოდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, მისივე თქმით, სხვადასხვა ქვეყნების ელჩები და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღონისძიებაზე მოწვეულები იყვნენ, თუმცა მან ზუსტად არ იცის, ვინ ესწრებოდა პოლიციის დღეს და ვინ არა.

„რაც შეეხებათ ირაკლი ღარიბაშვილსა და სხვადასხვა ქვეყნების ელჩებს, ჩემი ინფორმაციით, თითოეული მათგანი დღეს ღონისძიებაზე მოწვეული იყო. მე არ ვიცი ვინ ესწრებოდა და ვინ არა მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქართული პოლიციის მიმართ უპატივცემულობას არავინ გამოხატავდა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა