შალვა პაპუაშვილი - ქედს ვიხრი თითოეული პოლიციელის ვაჟკაცობის, სამშობლოსადმი სიყვარულისა და ერთგულების წინაშე, იმ პოლიციელების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც სამშობლოს ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესწირეს

ქედს ვიხრი თითოეული პოლიციელის ვაჟკაცობის, სიმამაცის, სამშობლოსადმი სიყვარულისა და ერთგულების წინაშე. ქედს ვიხრი იმ პოლიციელების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც სამშობლოს ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესწირეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, „საქართველოს დამოუკიდებლობის 33- წლიანი ისტორიის მანძილზე ჩვენ ვნახეთ ქართული პოლიციის გარდაქმნის გრძელი პროცესი, რომელიც ზუსტად ასახავს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის და სახელმწიფოებრიობის სიმტკიცის ხარისხს“.

„უდიდეს პატივისცემას და თანადგომას იმსახურებენ მათი ოჯახები. საქართველოს დამოუკიდებლობის 33- წლიანი ისტორიის მანძილზე ჩვენ ვნახეთ ქართული პოლიციის გარდაქმნის გრძელი პროცესი, რომელიც ზუსტად ასახავს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის და სახელმწიფოებრიობის სიმტკიცის ხარისხს. უნდა ითქვას, რომ რაც უფრო მაღალია დემოკრატიზაცია და სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობა, მით მეტად ჰუმანური და თანამიმდევრულია საპოლიციო სტრუქტურების მუშაობის პრინციპები და სტრატეგია.

2012 წლიდან საქართველოს პოლიციაში განხორციელდა ფუნდამენტური ცვლილებები. უწყება გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან, მოხდა საუკეთესო ევროპულ სტანდარტებთან სრული ჰარმონიზაცია როგორც საკანონმდებლო, ასევე შინაგანაწესების და პრაქტიკის დონეზე. დღეს ჩვენ გვაქვს სამართალდამცავი სტრუქტურა, რომელიც ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი სტანდარტით. დღეს ქართული პოლიცია ქართველი ხალხის გვერდით, მცველ ფარად დგას საქართველოს საფრთხეების და გამოწვევების პირისპირ.

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ხედავს და აფასებს ქართველი პოლიციელების მაღალ თვითშეგნებას და უდიდეს პატრიოტიზმს”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება