გიორგი ვაშაძე - მე ოპოზიციის გაერთიანების მომხრე იმიტომ ვარ, რომ არცერთი ხმა არ დაიკარგოს - თუ ოპოზიციაში 2-3 დაჯგუფება იქნება, ესეც შეიძლება მისაღები იყოს, თუმცა უფრო მეტად დაქუცმაცება არასწორია

მე ოპოზიციის გაერთიანების მომხრე იმიტომ ვარ, რომ არცერთი ხმა არ დაიკარგოს - თუ ოპოზიციაში 2-3 დაჯგუფება იქნება, ესეც შეიძლება მისაღები იყოს, თუმცა უფრო მეტად დაქუცმაცება არასწორია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა.

როგორც მან განაცხადა, ოპოზიცია შეთანხმებულია, რომ ურთიერთ თავდასხმები არ იქნება, რეფორმების საერთო განრიგს ხელს მოაწერენ და ერთიანობისკენ სვლა ექნებათ, რაც გამარჯვების იმედს გააჩენს მოქალაქეებში.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ვადით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია. „რუსული კანონი“ და ევროინტეგრაცია შეუთავსებელია. ეუთო/ოდირის დასკვნამ საბოლოოდ წერტილი დაუსვა იოტისოდენა სპეკულაციასაც კი, თუ რამე "ქართული ოცნების" მხარეს არსებობდა.

მე ოპოზიციის გაერთიანების მომხრე იმიტომ ვარ, რომ არცერთი ხმა არ დაიკარგოს და ოპოზიციური ამომრჩევლის ყველა ხმა მაქსიმალურად წარმოდგენილი იყოს საქართველოს პარლამენტში. თუ ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ ერთი ერთზე ვიქნებით, დღეს მდგომარეობითაც, გამარჯვების გარანტიას გაძლევთ. თუ ეს 2-3 დაჯგუფება იქნება, ესეც შეიძლება მისაღები იყოს, თუმცა უფრო მეტად დაქუცმაცება არასწორია. ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა, რომ სხვა პოლიტიკურ აქტორებთან საერთო ენა გამონახოს, რათა არცერთი ხმა არ დაიკარგოს.

ჩვენ ძალიან ბევრ საზოგადოებრივ კვლევას ვატარებთ, მოქალაქეებთან დავდივართ და იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს. ოპოზიცია შეთანხმებული ვართ, რომ ურთიერთთავდასხმები არ იქნება, რეფორმების საერთო განრიგს ხელი მოეწერება და ერთიანობისკენ სვლას კიდევ და კიდევ მეტად ვანახებთ, რაც გამარჯვების იმედს გააჩენს მოქალაქეებში. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არ არის, გამარჯვების შემთხვევაში როგორ მინისტრთა კაბინეტზე შევთანხმდებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ღალატის და უსამშობლოების გაერთიანება „ქართული ოცნება“ მოვიშოროთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ გადაცემაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს