ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ და ითხოვენ, სამართალდამცავებმა დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე გამოკითხვაზე დაიბარონ

ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, სამართალდამცავებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატის დიმიტრი სამხარაძის მიერ გავრცელებული ვიდეო მასალა მიაწოდეს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების საცხოვრებელ სახლებზე შეურაცხყოფელ წარწერებს ტოვებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ სამართალდამცავებმა დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე გამოკითხვაზე დაიბარონ და ფაქტზე გამოძიება დაიწყოს.

„დღეს დილით ჩვენს კართან კედელზე გამოჩნდა შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და მუქარის შემცველი ფრაზები, როგორც ჩანს სახელისუფლებო პარტიის „ტიტუშკების“ მიერ. მათ დაანონსებული ჰქონდათ, რომ მსგავსი ტიპის ძალადობრივ ქმედებას განახორციელებდნენ. დილით პოლიციის განყოფილებაში ვიმყოფებოდით, მიუხედავად იმისა, რომ განცდა არ მქონდა ეს ადამიანები მომხდარს გამოიძიებდნენ. თუმცა რამდენიმე საათის უკან ვნახეთ, დეპუტატ დიმიტრი სამხარაძის პოსტი, რომელიც აფიქსირებს საჯაროდ, რომ მსგავს ძალადობას ემხრობა, ახალისებს და ესკალაციის მომხრეა“, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე სექტორის“ წარმომადგენელი კახა გუჩმანიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებსაც მიმართავენ და ფაქტზე რეაგირებას ითხოვენ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „პოსტნეოფაშისტების, უსამშობლო აგენტების წამოწყებულ უხარისხო ბულინგს გუშინ პასუხი გაეცა!“

„სულ მცირედსაც არ გაგიტარებთ და გაპატიებთ, აბულინგეთ ერთმანეთი! რასაც ჩვენს წინააღმდეგ განიზრახავთ, ათასჯერ უარესს, მტკივნეულს და ხარისხიანს დაგიბრუნებთ! სადმე გამოჩენა და მივარდნები კი არა, ერთმანეთის დანახვაც არ მოგინდებათ, ისე მოგექცევით! ძალიან აცუნდრუკებულები ხართ, სათითაოდ ვიცით თქვენი ვინაობა, ვერ გიშველიან თქვენი პატრონები, თუ „ქართული ოცნების“ გუნდის ნებისმიერ წევრზე რაიმე ცუდს განახორციელებთ! რომ არ გამომრჩეს, უკან ყურებას თავი დაანებეთ, ჩვენ უკნიდან არავის ვეპარებით, წინ იყურეთ, რამეს ფეხი არ წამოკრათ! სტატუსს თან ვურთავ პასუხს, ვიდეო-რევოლუციის მსურველების ოფისებზე!“, - დაწერა დიმიტრი სამხარაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია