მამუკა მდინარაძე - ორმა ფაშისტმა, ნოდარ მელაძემ და მაკა ჩიხლაძემ, ბინძური ანონსი გააკეთეს ჩემი მშობლების და ძმის კუთვნილ სახლზე, ამის მიზანი ასაკოვან მშობლებზე და შშმ ძმაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა, იციან, რომ ჩემზე მდაბიო „ფეიკები“ აღარ მოქმედებს

ორმა ფაშისტმა, ნოდარ მელაძემ და მაკა ჩიხლაძემ, რომლებიც წლებია ჩემს უკანონო შემოსავლებს ეძებენ და გარანტირებულად ვერასდროს იპოვიან რაც ბუნებაში არ არსებობს, მომდევნო ბინძური ანონსი (სიუჟეტი) გააკეთეს თერჯოლაში, ღვანკითში, ჩემი მშობლების და ძმის კუთვნილ სახლზე, სადაც ისინი ცხოვრობენ. რა დონეზე დაეცნენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ამ სიუჟეტის ერთადერთი მიზანი, მის ასაკოვან მშობლებსა და შშმ ძმაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა.

„ორმა ფაშისტმა, ნოდარ მელაძემ და მაკა ჩიხლაძემ, რომლებიც წლებია ჩემს უკანონო შემოსავლებს ეძებენ და გარანტირებულად ვერასდროს იპოვიან რაც ბუნებაში არ არსებობს, მომდევნო ბინძური ანონსი (სიუჟეტი) გააკეთეს თერჯოლაში, ღვანკითში, ჩემი მშობლების და ძმის კუთვნილ სახლზე, სადაც ისინი ცხოვრობენ. რა დონეზე დაეცნენ ეს ერთი, მეორე - მცირე განმარტება:

ჩემს დეკლარაციაში ყველა თეთრი შეტანილია, შემოსავალიც, მისი წყაროც და რაც სახლის მშენებლობაში დაიხარჯა, აბსოლუტურად ყველა თეთრი! შარშანწინდელ დეკლარაციაში დეტალურად არის მითითებული კრედიტი ორ ტრანშად, ასევე შარშანდელ დეკლარაციაში - რამდენი დავიმატე კრედიტი, შემდეგ საგურამოს სახლის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავალი და დეტალური განმარტებაც კი გავაკეთე დეკლარაციის შესაბამის გრაფაში, აქედან რამდენით ჩავხურე კრედიტის ნაწილი და რამდენი მოვახმარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს. აი, ამ უპრეცედენტო დეტალიზაციის მიუხედავად შექმნეს სიბინძურე, ჟურნალისტიკის გარდა ყველაფერი რომ ჰქვია. მთავარი პრობლემა კი ის აღმოუჩენიათ, რომ თურმე ღვანკითის საკარმიდამო ნაკვეთის თანამესაკუთრედ ვყოფილვარ ჩარჩენილი სადღაც, სადაც დიდი ხნის წინ ამოწერის გამო, პირადი ნომერიც კი არ არის თურმე მითითებული. რა სამარცხვინო ხალხია, სხვა რომ ვერაფერი, ბოლოს დეკლარაციაში ღვანკითის საკარმიდამო ნაკვეთის დამალვაში დამდეს ბრალი.

ერთადერთი მიზანი კი ჩემს ასაკოვან მშობლებზე და შშმ ძმაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა… ზუსტად იციან, რომ ჩემზე დიდი ხანია ასეთი მდაბიო “ფეიკები” აღარ მოქმედებს.

ამ ამბავში ყველაზე სევდიანი, თუმცა შეიძლება იუმორნარევიც კი ის არის, რომ მე არასდროს გამიმხელია ჩემი ძმისა და მშობლებისთვის, რომ დანგრევის პირას მისული ძველი სახლის უკან, წლების წინ დაწყებული მშენებლობა ბანკიდან გამოტანილი ორი საკმაოდ დიდი კრედიტით დაჩქარდა, რომელიც 2037 წლამდე უნდა ვიხადო. ამ თემაზე რომ არ ეფიქრათ და ენერვიულათ, ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ მათი დანაზოგი ძალიან დამეხმარა, თუმცა, რა თქმა უნდა, ისიც იცოდნენ, რომ სხვა თანხაც გაცილებით მეტი დაიხარჯა. ბედნიერები იყვნენ იმით, რომ მათაც მიიღეს გარკვეული მონაწილეობა სახლის აშენებაში. დეტალები კი კრედიტის რაოდენობის შესახებ აქამდე არასდროს მითქვამს, თუმცა არა უშავს, მაპატიებენ.

მთავარია ის ზუსტად იციან, რომ მათი შვილი და ძმა ყოველთვის ამაყად ივლის და უკან მოხედვის არასდროს შეეშინდება! სამივეს ბოდიშს ვუხდი, რომ ასეთი ნერვიულობა უწევთ ჩემს გამო, ნაცების ფაშისტ “ჟურნალისტებს” კი ვურჩევ, ილოცონ მათ ჯანმრთელობაზე!“ - წერს მამუკა მდინარაძე.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024