გიორგი ამილახვარი - გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! -ჩვენი შვილების განათლება და განვითარება არის თავისუფალი, ძლიერი ევროპული სახელმწიფოს შენების უმთავრესი წინაპირობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

ამილახვარმა ასევე მიულოცა ბავშვების მშობლებს, მასწავლებლებს და ყველას, ვინც მომავალი თაობების აღზრდას ემსახურება.

„გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! ბავშვები არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ხვალინდელი დღე. უკლებლივ ყველა პატარა იმსახურებს მშვიდ, უზრუნველ, ლაღ და შესაძლებლობებით სავსე ცხოვრებას. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენს უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს ბავშვების განვითარების ხელშეწყობა და თითოეული მათგანისთვის სათანადო პირობების შექმნა.

პირადად მე, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოში ყველა ბავშვისთვის უზრუნველყოფილი იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი, ჯანსაღი და მშვიდი საგანმანათლებლო გარემო, რადგან ჩვენი შვილების განათლება და განვითარება არის თავისუფალი, ძლიერი ევროპული სახელმწიფოს შენების უმთავრესი წინაპირობა.

სწორედ ამ მიზნით, ვაგრძელებთ არაერთი პროექტისა და ინიციატივის განხორციელებას. მჯერა, ერთობლივი ძალებით აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგებს და ახალი თაობა საქართველოსთვის არაერთი წარმატების მომტანი იქნება.

ბავშვებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს - ყველას, ვინც მომავალი თაობების აღზრდას ემსახურებით, გილოცავთ დღევანდელ დღეს. გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და საინტერესო ცხოვრებას ერთიან და ძლიერ საქართველოში”, - განაცხადა ამილახვარმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს