ნოდარ მელაძე - მამუკა რუსმა მდინარაძემ ტრადიციულ სტილში, ტყუილებით, გადაწყვიტა ჩვენს გუნდზე ანგარიშსწორება -  მის პოსტში მოყვანილი ფაქტები სიცრუეა

მამუკა რუსი მდინარაძის პოსტში მოყვანილი ფაქტები არის სიცრუე - მამუკა რუსმა მდინარაძემ ტრადიციულ სტილში, ტყუილებით, გადაწყვიტა ტელეკომპანია „პირველზე“ და ჩვენს გუნდზე ანგარიშსწორება,- ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, „ნოდარ მელაძის შაბათის“ წამყვანმა, ნოდარ მელაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ქონების შესახებ საკუთარი გადაცემის ანონსზე, თავად მდინარაძის პოსტს.

როგორც მელაძე ამბობს, „მდინარაძემ უნდა განმარტოს, რას ნიშნავს, რეესტრში რაღაც ქონების მფლობელად ჩარჩენა“.

„ის, რაც მამუკა მდინარაძის პოსტში წერია, ტყუილია. მამუკა რუს მდინარაძეს ჰგონია, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე რუსეთია და ჟურნალისტმა კითხვები არ უნდა დასვას. იურისტმა, მამუკა რუსმა მდინარაძემ განმარტოს, რას ნიშნავს, რეესტრში რაღაც ქონების მფლობელად ჩავრჩიო. ასეთ ცნებას კანონი არ იცნობს. თავადაც იცის, რას ეხება რეპორტაჟი; თავადაც იცის, რაშია საქმე და მამუკა რუსმა მდინარაძემ, რომელიც წარმოადგენს, საზოგადოებაში არსებული ინფორმაციით, სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის მთავარ იდეოლოგს, წინასწარ, ტრადიციულ სტილში გადაწყვიტა ტყუილებით ტელეკომპანია „პირველზე“ და ჩვენს გუნდზე ანგარიშსწორება. მამუკა რუსი მდინარაძის პოსტში მოყვანილი ფაქტები არის სიცრუე და მაყურებელი ყველაფერს დღეს, საღამოს 20:00 საათზე ნახავს“,- განაცხადა მელაძემ.

ცნობისთვის, გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ანონსიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთ სიუჟეტში საუბარია „ღვანკითში მამუკა მდინარაძის საგვარეულო მამულების კაპიტალურ რეკონსტრუქციაზე და იმაზე, თუ რა თანხებით აშენდა ის“. ანონსის თანახმადვე, ქონების რეესტრის დოკუმენტებში მამუკა მდინარაძის პირადი ნომერი გამქრალია.

აღნიშნულ ანონსს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მასში მოყვანილ ფაქტებს „ფეიკი“ უწოდა. მდინარაძის განმარტებით, მის დეკლარაციაში „ყველა თეთრი შეტანილია, შემოსავალიც, მისი წყაროც და ისიც, რაც სახლის მშენებლობაში დაიხარჯა“.

„მთავარი პრობლემა კი ის აღმოუჩენიათ, რომ თურმე ღვანკითის საკარმიდამო ნაკვეთის თანამესაკუთრედ ვყოფილვარ ჩარჩენილი სადღაც, სადაც დიდი ხნის წინ ამოწერის გამო, პირადი ნომერიც კი არ არის თურმე მითითებული. რა სამარცხვინო ხალხია, სხვა რომ ვერაფერი, ბოლოს დეკლარაციაში ღვანკითის საკარმიდამო ნაკვეთის დამალვაში დამდეს ბრალი“,- აცხადებს მდინარაძე.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია