ენტონი ბლინკენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის ახალი გეგმა საუდის არაბეთის, იორდანიისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრისას განიხილა

ენტონი ბლინკენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის ახალი გეგმა საუდის არაბეთის, იორდანიისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრისას განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი ავრცელებს.

მეთიუ მილერის ცნობით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჰამასმა“ წინადადება დაუყოვნებლად უნდა მიიღოს.

„ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს წინადადება, როგორც ისრაელის მოქალაქეების, ისე პალესტინელების და რეგიონის გრძელვადიანი უსაფრთხოების ინტერესებში შედის“, - განაცხადა მილერმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის ახალი წინადადება წარადგინა, რომელიც სამი ეტაპისგან შედგება და ღაზის სექტორის დასახლებული პუნქტებიდან ისრაელის ჯარების გაყვანას, „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლებას და ღაზის რეკონსტრუქციას მოიცავს. კატარის შუამავლობით ისრაელის წინადადება „ჰამასს“ უკვე გადაეცა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება