ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილი სანამ ხელისუფლებაში იქნება, შუბებით, ქვებით, ტერორით, თავდასხმებით და „ტიტუშკებით“ აპირებს ლაპარაკს - არასამთავრობო ორგანიზაციებს, ელჩებს მივმართავ, პოზიცია გამოხატეთ ამ თავდასხმასთან დაკავშირებით

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი პარტიის ოფისზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საელჩოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ხაბეიშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი ვიდრე ხელისუფლებაში იქნება, საუბარს თავდასხმებით აპირებს.

„ასე გამოიყურება რუსული კანონი მოქმედებაში. ეს არის შუბი, რითაც ცდილობდნენ გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შემოჭრას. ფაქტობრივად, რამდენიმე წუთის განმავლობაში თანამშრომლებს, უსაფრთხოების სამსახურის ბიჭებს, გოგონებს, ახალგაზრდებს უწევდათ კარებთან ამ ადამიანების შეკავება, ისინი შემოჭრას ცდილობდნენ, 100-მდე ნიღბიანი ადამიანი იყო, რომელიც სავარაუდოდ, გდდ-დან, „ხარებას“ სპეცდანიშნულების რაზმიდან მოაბილიზეს ერთად, რადგან იქიდან მოვიდნენ და იქით წავიდნენ, სუს-ის „ნასედკები“. შემოსასვლელის გარდა, სამზარეულოდან, წინა კარიდან შემოსვლას ცდილობდნენ, შუბებით იყვნენ ღამის პირველ საათზე შეიარაღებული. რამდენიმე წუთი გვიწევდა ფიზიკურად წინააღმდეგობის გაწევა და თავის დაცვა, რომ ეს 100-მდე აგრესიული „ტიტუშკა“ არ შემოჭრილიყო. სამწუხაროა, რომ აქ 14 წლის შვილთან ერთად ვიმყოფებოდი, ძალიან რთულია ამ სიგიჟის ყურება, როცა მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ხარ. ასე გამოიყურება ივანიშვილის რუსული კანონი, ეს კაცი ამ ენით აპირებს ილაპარაკოს მთელი ის პერიოდი, სანამ ხელისუფლებაში იქნება, ასე, შუბებით, ქვებით, ტერორით, თავდასხმებით და „ტიტუშკებით“.

არასამთავრობო ორგანიზაციებს, ელჩებს მინდა მივმართო, თქვენი პოზიცია გამოთქვით ამ თავდასხმასთან დაკავშირებით. უნდა გვესმოდეს, რომ ესენი არ გაჩერდებიან, სამიზნე სხვადასხვა პოლიტიკური, სამოქალაქო ჯგუფი, აქტივისტები იქნებიან. ჩვენ ყველამ ერთად უნდა უზრუნველვყოთ შეშინებული ხელისუფლების ჩამოშორება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ხალხის საკეთილდღეოდ მუშაობას არ აპირებენ... ყველაფერ სიკეთესთან ერთად, მშიშარები არიან, მინიმალური წინააღმდეგობის გაწევისასაც, თავქუდმოგლეჯილი გარბოდნენ“, - აცხადებს ხაბეიშვილი.

მისივე განმარტებით, აღნიშნული პირები სამართალდამცავებმა „მოაცილეს და გააცილეს“.

„ძალიან მძიმე იყო იმის ყურება, საპატრულოდ წოდებულმა, ციმციმებიანმა ავტომობილებმა როგორ გააცილეს, ჯერ მოაცილეს და მერე გააცილეს, აი რომ გააცილეს და ყველა წავიდა, 15-20 ავტომობილი, მულტფილმებში რომ არის, ისე მოვიდნენ ბოლოს - აბა, გადარჩით, ამ შუბებს გადაურჩით, ცოცხლები ხართო? ეს ძალიან ტრაგიკული საყურებელია, ივანიშვილმა სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშალა, პოლიცია „მილიცია“ გახადა და „ხარებას“ ზონდერდაჯგუფებად გადააქცია ყველა ასეთი სამსახური, რომელიც კანონს, ხალხს და სამართალს უნდა ემსახურებოდეს.

მათ მოაცილეს, მათ გააცილეს და მერე მოვიდნენ. ჩემი ორი თვალით ვნახე, არსებობს კადრები, სადაც ეს ავტომობილები დადიან, პატრული მერე ტრიალდება და მოდის აქეთ. როცა დამირეკა პატრულმა, სად ხართო, ვუყურებდი ეკიპაჟს - ოფისისკენ მოვდივარო მითხრა, ოფისისკენ კი არ უნდა წამოხვიდეთ, მანდ 15 ავტომობილი რომ გააცილეთ, იმათ უნდა გაეკიდოთ-მეთქი. ეს ხალხი ერთად, ორგანიზებულად, დანაშაულებრივად მოქმედებდა. მათი დაჭერა იყო ორი-სამი წუთის ამბავი, იქ ორი და სამი კაცი არ იყო, ასამდე შეიარაღებული, ნიღბიანი ადამიანი გადაადგილდებოდა. ღამის პირველ საათზე, 50 ადამიანი რომ გადაადგილდება, პატრულს სხვა საქმე რა აქვს? აეროპორტის, ცენტრალურ გზაზე, როგორ შეიძლება 20 წუთის განმავლობაში ვერ შენიშნო?.. ჩალეწეს, დაამტვრიეს, შემოჭრას, ფიზიკურ ანგარიშსწორებას ცდილობდნენ, ერთი კაციც დაკავებული არაა, კაციშვილს არავისზე პასუხი არ მოუთხოვია. წარმოიდგინეთ, „ქართული ოცნების“ ოფისთან შუბით რომ მივიდე, უბრალოდ რომ მეჭიროს, რა მოხდებოდა, რა მუხლებს წამიყენებდნენ. ეს შუბი აქ შემოაგდეს პირდაპირ და ეჩხუბებოდნენ ჩვენი უსაფრთხოების თანამშრომლებს.

რამდენიმე დღის წინ, „ხარებას“ მუქარა მოისმინეთ, რომ უარესი ელოდება „ნაციონალურ მოძრაობას“, ნახეთ ჩვენ კიდევ რას ვუზამთო, ალბათ, მერე გადაწყვიტეს, იქნებ შუბით მივიდეთ იქ, იქნებ რაღაც ვისროლოთო და ა.შ. მინდა ყველას ესმოდეს, რამდენჯერაც ასე აგრესიულად იქცევიან, ადამიანები კიდევ უფრო ბრაზდებიან მათზე“, - აცხადებს ხაბეიშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო