მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიცია და საპროტესტოდ განწყობილი საზოგადოებაა, რომლებიც აქტიურად ეწევიან ძალადობრივი აქტივობების პროპაგანდას, ხდება ოჯახის წევრების პირადი ინფორმაციის გავრცელება - ეს დაუშვებელია

უნდა ვთქვა, რომ დღეს, ორივე მხარეს როდესაც ვამბობთ, სამწუხაროდ, ოპოზიცია და უფრო საპროტესტოდ განწყობილი საზოგადოებაა, რომელიც აქტიურად ეწევა ძალადობრივი აქტივობების პროპაგანდას, ხდება ოჯახის წევრების პირადი ინფორმაციის გავრცელება - ეს დაუშვებელია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მათ შორის ‘ნაციონალური მოძრაობის“ სათავო ოფისზე თავდასხმაზე.

მანამდე კი, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საერთოდ, ძალადობრივი არცერთი ფორმა, მოვლენების რადიკალიზაცია მისაღები არ არის ადა ამას მკაცრად ემიჯნებიან.

„არცერთი მიმართულებით, ვინც არ უნდა იყოს, მოქმედი მხარე, გინდა დაზარალებული, გინდ აგრესორი, რომელიც მიმართავს კანონგარეშე აგრესიულ ფორმებს, რა თქმა უნდა, ეს მისაღები არ არის, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ დღეს, ორივე მხარეს როდესაც ვამბობთ, სამწუხაროდ, ოპოზიცია და უფრო საპროტესტოდ განწყობილი საზოგადოებაა, რომელიც აქტიურად ეწევა ძალადობრივი აქტივობების პროპაგანდას,მათ შორის როდესაც საჯაროდ, გარკვეულ სივრცეებში ხდება ოჯახის წევრების პირადი ინფორმაციის გავრცელება და ეს მარტო იმიტომ, რომ ეს ხალხი ბულინგში მოაქციონ, ადამიანები, რომლებსაც არ შეიძლება მოვიაზრებდეთ ნებისმიერი ძალის ადრესატად. ეს დაუშვებელია, მიუღებელია და მინდა, ყველას ვთხოვო, რომ ასეთი ქმედებებისგან თავი შეიკავონ, ეს იმისთვის, რომ შემდგომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო არ გამწვავდეს.

ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, არის ის, რომ ისეთი ინიციატივები, რომელსაც თვალს ვადევნებთ, როდესაც ადამიანებს აგრესიისკენ მოუწოდებენ და ამას ძირითადად ვხვდებით ოპოზიციურად განწყობილი ხალხის მხრიდან. საჯარო სივრცეებში, მათ შორის სოციალური ქსელებია, როდესაც აგრესიის წახალისების გამოვლინებას ვადევნებთ თვალს, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მიმართ ვერცერთ შემთხვევაში ვერ ვიქნები პოზიტიურად განწყობილი. ეს არის ის, რაც უნდა აღიკვეთოს, ეს არის ის, რაც წარმოშობს და მათ შორის პროვოცირებს შემდგომი აგრესიის გაგრძელებას, ეს არის უაღრესად მიუღებელი რამ”, - განაცხადა სარჯველაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება